შალვა შავგულიძის განცხადებით, პარტია თავისუფალი დემოკრატების დატოვების შემდეგ, ის, ნინო გოგუაძე და ალექსანდრე ბარამიძე ინდივიდუალურად, პარტიული კუთვნილების გარეშე გააგრძელებენ თანამშრომლობას ევროპულ საქართველოსთან და არჩევნებში მათთან ერთად მიიღებენ მონაწილეობას.

"არჩევნებში ევროპულ საქართველოსთან ერთად მივიღებთ მონაწილეობას, რაზეც მათგან უპირობო შემოთავაზება გვაქვს", — აცხადებს შალვა შავგულიძე ბრიფინგზე.

მისივე თქმით, მთაწმინდა-კრწანისის ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ის კვლავ იქნება.

შალვა შავგულიძემ, ნინო გოგუაძემ და ალექსანდრე ბარამიძემ პარტია თავისუფალი დემოკრატები დატოვეს. შავგულიძის განცხადებით ამის მიზეზი პარტიის გამგეობაში შექმნილი არაჯანსაღი ვითარებაა.