ბილ მიურეი კვლავ სოფია კოპოლას ახალ ფილმში — ნახეთ ტრეილერი
სულ მალე მაყურებელს შესაძლებლობა ექნება, ცნობილი რეჟისორის სოფია კოპოლასა და ყველასათვის საყვარელი მსახიობის ბილ მიურეის კიდევ ერთი კოლაბორაცია შეაფასოს.
ახალი ფილმის სახელწოდებაა On the Rocks და ის მამა-შვილის ურთიერთობაზე მოგვითხრობს: მამის როლს 69 წლის ბილ მიურეი ასრულებს, მისი შვილის როლი კი რაშიდა ჯონსმა მოირგო, რომელსაც მაყურებელი ისეთი გახმაურებული სატელევიზიო შოუებიდან იცნობს, როგორებიცაა Parks and Recreation და The Office.
როგორც ცნობილია, ეს კომედიური ჟანრის კინოსურათი, რომელიც თაობათა შორის დაპირისპირებაზე მოგვითხრობს, სოფია კოპოლას მიერ "ნიუ-იორკისთვის ახსნილი სიყვარულია".
ამ წლის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მოლოდინების მქონე ფილმის პირველი ტრეილერი რამდენიმე საათის წინ გამოქვეყნდა:
ბილ მიურეისა და სოფია კოპოლას პირველი თანამშრომლობა ყველას ახსოვს 2003 წელს გამოსული ფილმით Lost in Translation, რომელმაც იმ წელს ოსკარების დაჯილდოებაზე საუკეთესო სცენარის ნომინაციაში გაიმარჯვა, ბილ მიურეი კი კაცის საუკეთესო როლის კატეგორიაში წარადგინეს.
მათი ახალი საერთო პროექტის შესახებ კი რამდენიმე თვის წინ თავად კოპოლამ ისაუბრა:
"ფილმი მთლიანად ბილ მიურეისა და რაშიდა ჯონსის პერსონაჟების შესახებ იქნება — ისინი მამა-შვილის როლს ასრულებენ. რაშიდას პერსონაჟი წარმატებულ ბიზნესმენზეა დაქორწინებული, რომელიც ბევრს მოგზაურობს და მომხიბვლელი ასისტენტი ჰყავს, ამის გამო კი ცოლი ეჭვიანობს. მამას კი, რომელიც ცნობილი მექალთანეა, პარანოიდული აზრები აწუხებს. ეს ფილმი ორ თაობას შორის არსებული განხეთქილების შესახებ მოგვითხრობს — შვილი ახალგაზრდა ქალია, მამა კი სულ სხვა თაობის კაცი. მათ შორის არსებული უთანხმოება კი გვაჩვენებს, თუ როგორ მოქმედებს პირადი რომანტიკული ურთიერთობები მშობლებთან ურთიერთობაზე და პირიქით", — განაცხადა კოპოლამ.
ეს ახალი ფილმი სოფია კოპოლამ კინოსტუდია A24-თან და სტრიმინგ სერვისთან Apple TV+ თანამშრომლობით გადაიღო: სხვა ბევრი ცნობილი კინორეჟისორის მსგავსად ისიც შეურთდა იმ ცნობილ ხელოვანთა რიგებს, რომლებიც კინოთეატრებთან ერთად სტრიმინგ სერვისების პლატფორმასაც იყენებენ.
IndieWire-ის ცნობით, ჯერჯერობით On the Rocks-ის პრემიერის ზუსტი თარიღი უცნობია, თუმცა მის ხილვას მაყურებელი წესით ჯერ კინოთეატრებში შეძლებს, ოქტომბერში კი სტრიმინგ სერვისზე Apple TV+ გამოჩნდება.
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვანიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
კომენტარები