ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, მარიამ ქვივრიშვილის განცხადებით, 22 ივლისიდან 15 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში, დაახლოებით, 1 000-ზე მეტი ტურისტი შემოვიდა. ქვივრიშვილის განმარტებით, ეს მონაცემები იმ რეისებს ეყრდნობა, რომლებიც ნაცვალგების პრინციპით გახსნილ ქვეყნებთან შესრულდა.

"მოგახსენებთ 14 ქვეყნის მოკლე ანალიზს. 2 200-ზე მეტი მგზავრი დაგენერირდა, საიდანაც ქვეყანაში ნაცვალგების პრინციპით 1 236 ადამიანია შემოსული, რაც ჯამური მგზავრთა ნაკადის 56%-ს უტოლდება", — განაცხადა ქვივრიშვილმა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს წევრების ბრიფინგზე.

მისივე თქმით, ამ ციფრში მოიაზრება ყველა ის საქართველოს მოქალაქე, რომლებსაც აღნიშნული ქვეყნების ორმაგი მოქალაქეობა აქვთ, ან აქვს გრძელვადიანი ბინადრობის უფლება.

"თუმცა, შეიძლება თამამად ვისაუბროთ, რომ 90%-ზე მეტი ეს არიან უცხო ქვეყნის მოქალაქეები, რომლებიც ჩვენს ქვეყანას ტურისტული მიზნებისთვის სტუმრობენ", — ამბობს ქვივრიშვილი.

ქვივრიშვილის განცხადებით, ტურიზმის ადმინისტრაცია საქართველოში ჩამოსული თითოეული რეისის ანალიზსს 112 თანამშრომლობით ახდენს.