უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს წევრების ბრიფინგზე, სუს-ის უფროსის მოადგილემ, ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა დაადასტურა, რომ სვანეთში 21 აგვისტოდან მესტიის ყველა სოფელი, გარდა მესტიისა და ლენჯერისა გაიხსნება.

"დღეს უწყებათა საბჭოზე გადაწყვეტილება მივიღთ რომ 21 აგვისტოდან სვანეთში გაიხსნება მუნიციპალიტეტის ყველა სოფელი გარდა მესტიისა და ლენჯერისა. აღნიშნულ ორ სოფელშიც გაგრძელდება ინტენსიური შემოწმება და არსებული ვითარებიდან მიიღება გადაწყვეტილება", — განაცხადა ხოჯევანიშვილმა

კორონავირუსის ახალი დადასტურებული შემთხვევების გამო, მესტიაში შესვლა და გამოსვლა უკვე, რამდენიმე დღეა შეზღუდულია. ამასთან, დაბა მესტიაში, უშგულსა და ლენჯერში ფუნქციონირების უფლება აქვთ მხოლოდ აფთიაქებს, საბანკო დაწესებულებებს, სასურსათო მაღაზიებსა და ღია ტიპის საკვებ დაწესებულებებს.

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, მესტია კარანტინის რეჟიმში 28 დღის განმავლობაში რჩებოდა.