ცნობილი სახეები პოლონეთის LGBTQ თემის უფლებების მხარდამჭერ ღია წერილს აწერენ ხელს
მწერალი მარგარეტ ეტვუდი და მსახიობი ჯეიმს ნორტონი იმ ცნობილ ადამიანებს შორის არიან, რომლებმაც პოლონეთის LGBTQ თემის მხარდასაჭერ ღია წერილს მოაწერეს ხელი.
ვებსაიტ Wyborcza.pl-ზე გამოქვეყნებული წერილი პოლონეთის მთავრობისგან "სექსუალური უმცირესობების დევნის შეწყვეტას" ითხოვს, ევროკავშირის კომისიის პრეზიდენტს კი პოლონეთში LGBTQ უფლებების დაცვის "მყისიერ ნაბიჯებისკენ" მოუწოდებს.
პოლონეთის პრეზიდენტი ანჯეი დუდა LGBTQ მოძრაობას კომუნიზმზე უფრო "დამანგრეველს" უწოდებს. ეს უცნაური არაა იმის გათვალისწინებით, რომ პოლონეთის მთავრობა LGBTQ თემის წინააღმდეგ ხშირად იყენებს წამქეზებლურ ფრაზებს.
პოლონეთი ამჟამად არ აღიარებს ერთნაირსქესიანთა კავშირებს — იქნება ეს საეკლესიო თუ სამოქალაქო ქორწინება. ერთნაირსქესიან წყვილებს კანონით ბავშვების აყვანაც ეკრძალებათ.
წერილი, რომელსაც ათობით მწერალმა, რეჟისორმა და მსახიობმა მოაწერა ხელი, მათ შორის ედ ჰარისმა, პედრო ალმოდოვარმა, დებორა ლევიმ, იზაბელ იუპერმა, ენ ენრაითმა, სტელან სკარსგარდმადა მაიკ ლიმ, ამ თვის დასაწყისში გამართულ საპროტესტო აქციებს უკავშირდება. წერილში წერია:
"პარასკევს, 2020 წლის 7 აგვისტოს, ვარშავაში 48 ადამიანი დააკავეს — ზოგი ძალიან სასტიკად — და დააპატიმრებს იმის საფუძველზე, რომ მათ უკანონო ძალადობრივ შეკრებაში მიიღეს მონაწილეობა. სინამდვილეში, ისინი LGBT+ აქტივისტის, მარგოს, მხარდასაჭერ მშვიდობიან პროტესტში მონაწილეობდნენ. [მარგო] ჰომოფობიური კამპანიის ფურგონის დაზიანებისთვის დაიჭირეს. მისმა ჯგუფმა აგრეთვე ცისარტყელის დროშებით შეამკო ქანდაკებები, მათ შორის ქრისტეს ქანდაკება".
პრემიერ-მინისტრმა მატეუშ მორავეცკიმ იმ მოვლენების დროს აქტივისტები დაგმო და თქვა, რომ ეს ქანდაკებები მილიონობით პოლონელისთვის მნიშვნელოვან ღირებულებებს გამოხატავდა.
წერილში გრძელდება: "პოლონეთში ჰომოფობიური აგრესია გრძელდება, რადგან მას ხელს უწყობს მმართველი პარტია, რომელმაც სექსუალური უმცირესობები განტევების ვაცად აირჩია და რომელსაც არ ადარდებს მისი მოქალაქეების უსაფრთხოება და კეთილდღეობა".
წინა თვეში ევროკავშირმა თქვა, რომ ის უარს იტყოდა პოლონეთის იმ ექვსი ქალაქის დაფინანსებაზე, რომელმაც საკუთარი თავი "LGBT-სგან თავისუფალ ზონად" გამოაცხადა.
"[ევროკავშირის] წევრმა ქვეყნებმა და მათმა ხელისუფლებამ ევროკავშირის ღირებულებებსა და ძირითად უფლებებს აუცილებლად უნდა სცენ პატივი", — დატვიტა ევროკავშირის თანასწორობის კომისიონერმა ჰელენა დალიმ.
-
გადახედვამეცნიერები უნივერსალურ ვაქცინაზე მუშაობენ, რომელიც ვირუსის ყველა შტამისგან დაგვიცავს მეცნიერები უნივერსალურ ვაქცინაზე მუშაობენ, რომელიც ვირუსის ყველა შტამისგან დაგვიცავს
-
გადახედვაშესაძლოა, დედამიწასთან ახლომდებარე ასტეროიდი მთვარის ფრაგმენტი იყოს შესაძლოა, დედამიწასთან ახლომდებარე ასტეროიდი მთვარის ფრაგმენტი იყოს
-
გადახედვაკანონის მიღების შემთხვევაში, ევროკავშირმა სანქციები უნდა დაუწესოს ყველა დეპუტატს, ვინც მის სასარგებლოდ მისცა ხმა — ევროპარლამენტში ინიციირებული რეზოლუცია კანონის მიღების შემთხვევაში, ევროკავშირმა სანქციები უნდა დაუწესოს ყველა დეპუტატს, ვინც მის სასარგებლოდ მისცა ხმა — ევროპარლამენტში ინიციირებული რეზოლუცია
-
გადახედვამდინარაძე: როცა ქალი ამბობს, "არ ვარ დაოჯახებული, მაგრამ მინდა მყავდეს შვილი", ამის უფლება უნდა ჰქონდეს თუ არა, საკამათოა მდინარაძე: როცა ქალი ამბობს, "არ ვარ დაოჯახებული, მაგრამ მინდა მყავდეს შვილი", ამის უფლება უნდა ჰქონდეს თუ არა, საკამათოა
-
გადახედვაუცხოური დაფინანსებით, ქვეშეთის სოფელ კობთან დამაკავშირებელი 9 კმ-იანი გვირაბის გაჭრა დასრულდა უცხოური დაფინანსებით, ქვეშეთის სოფელ კობთან დამაკავშირებელი 9 კმ-იანი გვირაბის გაჭრა დასრულდა
-
გადახედვამზის სისტემაში ერთით მეტი პლანეტა შეიძლება იყოს და ასტრონომებმა ამის ახალ მტკიცებულებას მიაგნეს მზის სისტემაში ერთით მეტი პლანეტა შეიძლება იყოს და ასტრონომებმა ამის ახალ მტკიცებულებას მიაგნეს
-
გადახედვადღეს, 23 აპრილს, 7 საათზე, რუსული კანონის საპროტესტო აქცია კვლავ გაიმართება დღეს, 23 აპრილს, 7 საათზე, რუსული კანონის საპროტესტო აქცია კვლავ გაიმართება
-
გადახედვაკრამონი: სანქციები რაც შეიძლება სწრაფად უნდა დავაწესოთ მათ წინააღმდეგ, ვისაც საქართველოს ტრანსფორმაცია რუსული მოდელის მიხედვით სურთ კრამონი: სანქციები რაც შეიძლება სწრაფად უნდა დავაწესოთ მათ წინააღმდეგ, ვისაც საქართველოს ტრანსფორმაცია რუსული მოდელის მიხედვით სურთ
-
გადახედვაკიბოს დიაგნოსტირება სისხლის წვეთით? — ახალი მეთოდი პასუხს რამდენიმე წუთში იძლევა კიბოს დიაგნოსტირება სისხლის წვეთით? — ახალი მეთოდი პასუხს რამდენიმე წუთში იძლევა
-
-
გადახედვაკობახიძე: ძალიან მნიშვნელოვანია სპორტის მხარდაჭერა, მადლობა ამისთვის ქართუს და პირადად ბატონ ბიძინა ივანიშვილს კობახიძე: ძალიან მნიშვნელოვანია სპორტის მხარდაჭერა, მადლობა ამისთვის ქართუს და პირადად ბატონ ბიძინა ივანიშვილს
-
-
-
-
-
-
გადახედვაარ ვიცი, Euphoria მე-3 სეზონით დაბრუნდება თუ არა — ზენდეია არ ვიცი, Euphoria მე-3 სეზონით დაბრუნდება თუ არა — ზენდეია
-
გადახედვაგენდერული კვოტების გაუქმების კანონპროექტზე, სახალხო დამცველმა ეუთო/ოდირს მიმართა გენდერული კვოტების გაუქმების კანონპროექტზე, სახალხო დამცველმა ეუთო/ოდირს მიმართა
-
-
გადახედვაფონდი ქართუ საფეხბურთო ნაკრებს, ქვეჯგუფიდან გასვლის შემთხვევაში, 30 მილიონ ლარს გადასცემს ფონდი ქართუ საფეხბურთო ნაკრებს, ქვეჯგუფიდან გასვლის შემთხვევაში, 30 მილიონ ლარს გადასცემს
-
გადახედვამილიარდობით წლის შემდეგ პირველად, სიცოცხლის ორმა ფორმამ ერთი ორგანიზმი წარმოქმნა მილიარდობით წლის შემდეგ პირველად, სიცოცხლის ორმა ფორმამ ერთი ორგანიზმი წარმოქმნა
კომენტარები