21 აგვისტოს ბერლინის და 28 აგვისტოს პარიზის მიმართულებით ფრენები შესრულდება. ამის შესახებ ინფორმაცია სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ გაავრცელა. ნებართვა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ გაიცა.

ჩარტერულ რეისებს ავიაკომპანია Georgian Airways განახორციელებს და შემდეგი განრიგით შერულდება:

  • 21 აგვისტო, თბილისი - ბერლინი - თბილისი;
  • 28 აგვისტო, თბილისი - პარიზი - თბილისი.

რაც შეეხება ამავე რეისის დარჩენილ ბილეთებს, მგზავრობის მსურველებს შეუძლიათ, გადამყვან ავიაკომპანიებს დაუკავშირდნენ.