ლოტო 6/42-ის ჯეკპოტი უკვე 700 000 ლარს გადასცდა, ბილეთის ღირებულება კი მხოლოდ 2 ლარია!

2 ლარად თქვენ შეგიძლიათ შეიძინოთ მხოლოდ 2 პური, 4 ბოთლი წყალი, 2 ბოთლი გაზიანი სასმელი, ორი საღეჭი რეზინი ან 700 000 ლარზე მეტი მოგების შანსი! ამისთვის კი თქვენ უნდა ესტუმროთ საქართველოს ეროვნული ლატარიის ვებგვერდს www.lotto.ge-ს და ითამაშოთ ლოტო 6/42. ლოტო 6/42-ის ბილეთების შეძენა ასევე შესაძლებელია საქართველოს ფოსტის ჯიხურებში მთელი საქართველოს მასშტაბით, კომპანიის გაყიდვების ობიექტებსა და მომსახურების ცენტრებში.

700 000 ლარზე მეტის მოგების ინსტრუქცია: ლოტო 6/42-ის ბილეთზე მოცემულია 42 ციფრი, რომლიდანაც თქვენ უნდა აარჩიოთ და მონიშნოთ თქვენი სასურველი და თქვენთვის იღბლიანი 6 ციფრი და შეიძინოთ ბილეთი. შემდეგ კი დაელოდოთ გათამაშებას, რომელიც იმართება ყოველ სამშაბათსა და პარასკევს ტელეკომპანია რუსთავი 2-ის პირდაპირ ეთერში 9 საათის კურიერის დაწყებამდე.

იმ შემთხვევაში, თუ თქვენ მიერ არჩეული ციფრები დაემთხვა ლოტოტრონის მიერ გამოვლენილს, თქვენ ხდებით გარკვეული კატეგორიის მოგებული:

  • 6 ძირითადი რიცხვის დამთხვევა — მოგებულია ჯეკოტი!
  • 5 ძირითადი რიცხვის და ბონუს რიცხვის დამთხვევა — მოგებულია მე-2 საპრიზო კატეგორია!
  • 5 ძირითადი რიცხვის დამთხვევა — მოგებულია მე-3 საპრიზო კატეგორია;
  • 4 ძირითადი და ბონუს რიცხვის დამთხვევა — მოგებულია მე-4 საპრიზო კატეგორია;
  • 4 ძირითადი რიცხვის დამთხვევა — მოგებულია მე-5 საპრიზო კატეგორია;
  • 3 ძირითადი და ბონუს რიცხვის დამთხვევა — მოგებულია მე-6 საპრიზო კატეგორია.

ასე რომ, მხოლოდ 2 ლარად თქვენ შეგიძლიათ გამოსცადოთ იღბალი და მოიგოთ 700 000 ლარზე მეტი! ამასთანავე გახსოვდეთ, მაშინ, როდესაც თქვენ თამაშობთ ლატარიას, ავტომატურად ეხმარებით მათ, ვისაც ჩვენი თანადგომა ყველაზე მეტად სჭირდება, რადგან ლატარიის თითოეული გაყიდული ბილეთიდან შემოსული თანხის გარკვეული ნაწილი სწორედ ქველმოქმედებას ხმარდება.

გახსოვდეთ, იგებს ის, ვინც თამაშობს, მოგება კი შეუძლია ყველას!