საქართველოს ექსპრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი შეურაცხმყოფელად მოიხსენია. ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე სააკაშვილმა გააზიარა წულუკიანის ციტატა მის შესახებ — "სააკაშვილს აქვს შიში, რომ ჰააგაში დავას წააგებს" — რომელსაც ზედ დააწერა: "ეს მახინჯი საქართველოს გამტყუნებაზე ოცნებობს და ჩალიჩობს".

ფოტო: ფოტო მიხეილ სააკაშვილის ფეისბუქგვერდიდან

ქალთა უფლებადამცველი ბაია პატარაია აცხადებს, რომ სააკაშვილის განცხადება სექსისტურია, რაც უკულტურობასა და პოლიტიკურ სიგოიმეზე მიუთითებს.

"რით ვერ გაგზარდეთ პოლიტიკოსი კაცები ამ ქვეყანაში?! პოლიტიკოსს თუ ლანძღავთ, პოლიტიკოსი გალანძღეთ და ქალის სილამაზის სტანდარტებს პოლიტიკაში მაინც ნუ შემოგვაჩეჩებთ", — წერს პატარაია.

სააკაშვილს გამოეხმაურა წულუკიანის თანაპარტიელი, ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძეც.

"ქალის მისამართით ასეთი კომენტარის კადრება ნიშნავს:

  1. არ გაქვს არგუმენტი და ეს გაცოფებს;
  2. არც ადამიანობა გაქვს".