უზენაესი სასამართლოს მოსამართლე, მზია თოდუა 2012 და 2014 წელს ქართული ოცნების შემომწირველი იყო. საერთაშორისო გამჭირვალობა — საქართველოს პარტიათა შემოწირულებების პლატფორმის მიხედვით, თოდუამ "ოცნებას" 2012 წელს 14 ათასი ლარი, 2014 წელს კი, 20 ათასი ლარი შესწირა.

2015 წელს ის პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ აირიჩია. 2018 წლის 2 აგვისტოდან 2020 წლის 17 მარტამდე იყო უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელიც.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობამდე მზია თოდუა ბანკი ქართუს იურიდიული დეპარტამენტის დირექტორი და სამეთვალყურეო საბჭოს წევრი იყო. ის ამ თანამდებობას 2011-2015 წლებში იყავებდა.

მზია თოდუას შემოწირულობების შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად ფლანგვის დეტექტორმა გაავრცელა.