ზოგიერთი ფრინველი ძალიან შრომისმოყვარე და წინდახედულია. ისინი გამრავლებამდე დიდი ხნით ადრე იწყებენ სამზადისს, რათა მათი პატარები მყუდრო და კომფორტულ ბუდეში გაიზარდონ. აი, თუნდაც, ფეიქარასებრნის ერთ-ერთი წარმომადგენელი ავიღოთ მაგალითად, რომელიც მომცრო სხეულისდა მიუხედავად, ბუდის ბუდეზე დაშენებით ლამის ხის ვარჯისოდენა ბინას იკეთებს. ასეთი ბუდე ასობით წყვილს იტევს და რამდენიმე თაობის სახლია.

ცნობილია, რომ ჩიტების ბუდეები არცთუ ისეთი მარტივი მოწყობისაა, როგორიც ერთი შეხედვით ჩანს. ბუდეებში არის პატარების საძინებლები, შიდა, გარე და ცენტრალური ოთახები. ცენტრალური ოთახები, რომლებიც ხესთან ახლოსაა, ღამის ნავსაყუდელია ფრინველებისთვის, დღის განმავლობაში კი ისინი მეტწილად ჩრდილში, გარე ოთახებს აფარებენ თავს სიცხისგან თავდასაცავად.

თუმცა ყველა ჩიტი ასე გულმოდგინედ როდი უდგება საკუთარ საქმეს. როგორც აღმოჩნდა, პროკრასტინატორები ფრინველთა სამყაროსაც მრავლად ჰყავს.

ამ სტატიაში იმ ჩიტებს იხილავთ, რომელთაც სამყაროში ყველაზე მეტად სწორედ ბუდის გაკეთება დაეზარათ.

1. როცა საქმის კეთებას დედლაინამდე ორი საათით ადრე იწყებ

2. უი, ეს სხვისი ქოთანია?

3. სარეცხის თოკზე ეკიდა, ვინმესი იყო?

4. მანანა თოდაძის ფარშევანგს უსმენს და ცხოვრების ამაოებაზე ჩაფიქრდა

5. ცდა ბედის მონახევრეა

6. ცდა ქოთნის მონახევრეცაა

7. ტოტს სხვა დანიშნულებაც აქვს?

ფოტო: McJoberdeen / Twitter

8. დაბოლოს — ეს გუგულია, და მას თავში აზრადაც არ გაუვლია ბუდის აშენება

ფოტო: Edmund Fellowes