დღეს, 18 აგვისტოს, აშშ აღნიშნავს კონსტიტუციის მე-19 შესწორების დამტკიცების 100 წლის იუბილეს — ამ ცვლილებით ქალებს არჩევნებში ხმის მიცემის უფლება მიეცათ (თუმცა ჯერ კიდევ არსებობდა შეზღუდვები შავკანიანი, ადგილობრივი ამერიკელი, იმიგრანტი და ღარიბი ქალებისთვის).

არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ამ მიღწევას წინ ძალიან მძიმე და ხანგრძლივი ბრძოლა უძღოდა. მე-19 შესწორების მოპოვების გზა ქალთა სიმამაცის გზაა: დაწყებული მარტოოდენ სიმტკიცესა და შეუპოვრობაზე დამყარებული სუფრაჟისტული (ქალთა საარჩევნო უფლების მომხრე) ორგანიზაციებით, გაგრძელებული აღლუმებითა და აქციებით და დამთავრებული სუფრაჟისტთა სახელგანთქმული ლიდერების დაკავებით.

ქვემოთ მოცემულ ფოტოებში ნაჩვენებია გასაოცარი მცდელობები ქალებისა, რომლებმაც დიდი საფრთხის წინაშე დააყენეს საკუთარი თავი, რათა დღეს ჩვენ იმ თავისუფლებით დავმტკბარიყავით, რომელიც ბევრს თავისთავად ნაგულისხმევი ჰგონია. თუმცა, ამბავი ამით არ მთავრდება. მიუხედავად იმისა, რომ შავკანიანი, ადგილობრივი ამერიკელი და იმიგრანტი ქალები ქალთა საარჩევნო უფლებისთვის ასევე იბრძოდნენ, მათ სახეებს იშვიათად თუ ვაწყდებით მე-19 შესწორების აღსანიშნავ ისტორიულ ფოტოებში. მათი წვლილი იმ დროის ქალთა უფლებების აქტივისტთა ნაწილმა დააფასა, თუმცა ბევრმა ისინი უგულებელყო.

1. ნიუპორტის (როდ-აილენდი) ქალთა ლიგის აღმასრულებელი საბჭო, რომელიც ქალთა ხმის მიცემისა და სამოქალაქო უფლებებს იცავდა, 1899 წელი

ფოტო: National Women's History Museum

2. ქალი ავრცელებს პლაკატებსა და განცხადებებს, რომლებიც ქალთა საარჩევნო უფლებას იცავს, 1911 წელი

ფოტო: Library of Congress

3. სუფრაჟისტი და შრომითი უფლებების ადვოკატი აინეს მილჰოლანდი თეთრ ცხენზე ზის ამერიკელ ქალთა ეროვნული სუფრაჟისტული ასოციაციის აღლუმის დროს ვაშინგტონში, 1913 წლის 3 მარტი

ფოტო: Library of Congress

4. ცნობილი სუფრაჟისტი ნენი ბეროუზი და სხვა ქალები ქალთა ეროვნული ბაპტისტური კონვენციის (ებკ) ბანერთან დგანან, 1915 წელი. ბეროუზი ებკ-ში 48 წელი მუშაობდა და სხვა სუფრაჟისტებთან ერთად ძალიან აქტიური იყო მის ქალთა კოჰორტაში

ფოტო: Library of Congress

5. ცხენზე ამხედრებული ქალები ხმის მიცემის უფლებას ითხოვენ ვაშინგტონის სუფრაჟისტულ აღლუმზე, 1913 წელი

ფოტო: Library of Congress

6. ლინჩის წესის მოწინააღმდეგე და ქალთა უფლებების აქტივისტი აიდა ბ. ველს-ბარნერი სხვა სუფრაჟისტებთან ერთად მარშირებს ვაშინგტონის აღლუმზე, 1913 წელი

ფოტო: National Women's History Museum

7. ქალთა საარჩევნო უფლების საკონგრესო გაერთიანების (ელის პოლის დაფუძნებული ორგანიზაციის) წევრები მისი ეროვნული საზაფხულო შტაბის წინ დგანან, 1914 წელი

ფოტო: Library of Congress

8. ქალებს საარჩევნო ყუთები მიაქვთ ნიო-იორკის სუფრაჟისტულ აღლუმზე, 1915 წელი

ფოტო: Library of Congress

9. სუფრაჟისტული ზარის (თავისუფლების ზარის თითქმის იდეალური ასლი, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით დაჰქონდათ ქალთა საარჩევნო უფლების მხარდასაჭერად) დემონსტრირება, 1916 წელი

ფოტო: Library of Congress

10. ვირჯინიის ინსტიტუტის პერსონალი, რომელიც 1920 წელს ხმის მისაცემად დარეგისტრირდა შავკანიანთათვის ხმის მიცემაში ხელის შეშლის მცდელობების მიუხედავად

ფოტო: Virginia State University Special Collections and Archives

11. ცნობილი სუფრაჟისტი ელის პოლი სუფრაჟისტულ დროშაზე (რომელზეც მე-19 შესწორების მომხრე შტატებია ასახული) ვარსკვლავებს აკერებს, 1920 წელი

ფოტო: Library of Congress

12. კენტუკის შტატის გუბერნატორი ედვინ პ. მოროუ, რომელიც დიდწილად ქალებითაა გარშემორტყმული, ხელს აწერს მისი შტატის მიერ მე-19 შესწორების დამტკიცებას, 1920 წლის 6 იანვარი

ფოტო: Stock Montage

13. ნიუ-იორკში მე-19 შესწორების მიღების შემდეგ ქალები რიგში დგანან და ხმის პირველად მისაცემად ემზადებიან, ნიუ-იორკი, 1920 წელი

ფოტო: Underwood Archives