მისწერეთ წერილი მომავალში მყოფ საკუთარ თავს — ბილი აილიშმა ახალი ვებგვერდი შექმნა
ამერიკელმა მომღერალმა, ბილი აილიშმა, ივლისის ბოლოს თვითიზოლაციაში დაწერილი სიმღერა, my future, გამოუშვა. იგი აილიშის მიერ 2020 წელს გამოშვებული რიგით მეორე სიმღერაა გერმანელ კომპოზიტორთან, ჰანს ციმერთან ერთად ჯეიმს ბონდისთვის დაწერილი საუნდტრეკის, No Time To Die, შემდეგ. my future გამოსვლისთანავე გახდა ბილბორდის Hot Rock & Alternative Songs ჩარტის ლიდერი.
ბილის თქმით, სიმღერა "მარტოობაში საკუთარი თავის ძიებას" ეძღვნება, ახლა კი ახალგაზრდა მომღერალმა ფანებსაც მისცა საკუთარი თავის აღმოჩენის შესაძლებლობა.
Spotify-სთან თანამშრომლობით, აილიშმა ვებგვერდი, "წერილი მომავალში მყოფ შენს თავს" შექმნა. "დაწერე წერილი და გაუგზავნე ვარსკვლავებს. იგი მომავალში დაგიბრუნდება", — ესალმება წარწერა ვებგვერდის სტუმარს.
გვერდზე სიმღერის ვიდეოში გამოყენებული ანიმაციური სურათი ჩანს, სადაც ბილი ვარსკვლავებს უყურებს. მისი ავტორი ენდრიუ ონორატოა.
წერილის დაწერის და მისი გაგზავნის შემდეგ ცა ნათდება, გვერდზე კი წარწერა ჩნდება: "რამდენიმე წელიწადში გნახავ".
ვებგვერდი ინტერნეტმომხმარებლებისთვის ორი თვის განმავლობაში იქნება ხელმისაწვდომი.
სასხვათაშორისოდ, უნდა აღინიშნოს, რომ მსგავსი უჩვეულო გამოცდილება ქართული რეალობისთვისაც არაა უცხო. უკვე წლებია, არსებობს ვებგვერდი მომავალი.მე, რომელიც ასევე გთავაზობთ, რომ საკუთარ თავს მისწეროთ წერილი მომავალში. უფასო სერვისის საშუალებით თქვენ თავად ირჩევთ თარიღს — როდის გსურთ წარსულიდან გამოგზავნილი წერილის მიღება ელფოსტაზე. ელფოსტის მისამართები კონფიდენციალურია და არც სპამის გამოგზავნის საშიშროება არსებობს.
ამ დრომდე ქართულ გვერდზე 23 ათასზე მეტი წერილია მომავალში გაგზავნილი. მათი ნაწილი, გამგზავნის სურვილით, საჯაროა და წაკითხვა თავადაც შეგიძლიათ.
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
კომენტარები