ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. შინაგან საქმეთა მინისტრის, იგორ ნანიევის სამსახურეობრივ ავტომანქანას ცეცხლი გაუხსნეს.

ნანიევის მოადგილის, ტარზან კოკოითის თქმით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

"მიტოვებული სახლიდან იყო სროლა. ისროდნენ პისტოლეტით. სამი ტყვიიდან ერთი მანქანის კარს მოხვდა მძღოლის მხრიდან", — განუცხადა კოკოითმა ადგილობრივ მედიას.

ადგილობრივი ე.წ. სახელისუფლებო მედია, რეს-ი იუწყება, რომ ფაქტზე გამოძიება უკვე დაწყებულია.

შემთხვევა გუშინ, 17 აგვისტოს, 8 ივნისის ქუჩაზე მოხდა.