ფილმის ყურებისას რომელიმე სცენაზე გაგიფიქრიათ, რომ ამ შესრულების გამო კონკრეტული მსახიობი ოსკარს იმსახურებს?

ყველა კინომოყვარულს გაახსენდება ერთი სცენა მაინც, რომელმაც თავისი ემოციითა და რაღა თქმა უნდა, მსახიობების გამორჩეული თამაშით ერთი ნახვით სამუდამოდ დაამახსოვრა მთელი ფილმი თუ არა, ის განსაკუთრებული მონაკვეთი და შექმნილი ატმოსფერო მაინც.

ამ სტატიაში სწორედ ასეთ რამდენიმე გამორჩეულ სცენას გაგიზიარებთ, რომელმაც მაყურებლების უმეტესობაზე განსაკუთრებული გავლენა იქონია.

1. უსახელო ნაბიჭვრები — იტალიელები ფილმის ჩვენებაზე

სხვა ერთდროულად ასეთი სასაცილო და თან წარმოუდგენლად დაძაბული სცენის გახსენება გაგიჭირდებათ.

2. სოფის არჩევანი — ფინალური გადაწყვეტილება

ერთ-ერთი პირველი დადასტურება იმისა, რომ მერილ სტრიპი გამორჩეულად ნიჭიერი მსახიობია.

3. პატარა მის ბედნიერება — დუეინის იმედგაცრუება

ეს სცენა ამ კომედიური ფილმის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ნაწილია.

4. მე, ტონია — სცენა სარკის წინ

მარტო ამის გამოც იმსახურებდა მარგო რობი ოსკარის ნომინაციას.

5. ბნელი რაინდი — ჯოკერის დაკითხვა

ამ სცენაში კარგად ჩანს, თუ რატომ გვიყვარს ჰიტ ლეჯერი.

6. მწვანე მილი — ფინალი

ერთ-ერთი ყველაზე მძიმე და ემოციური დასასრული.

7. ჰერედითერი — ვახშმის სცენა

გამორჩეულად დახვეწილი საშინელებათა ჟანრის ფილმის სცენა, რომლის ნახვისას მაყურებელი დაძაბულობის გამო სუნთქვასაც კი იკრავს.

8. ფორესტ გამპი — ბავშვთან შეხვედრა

ტომ ჰენკსი ამ სცენაში უსიტყვოდ გამოხატავს იმ შოკს, გაოცებასა და სიხარულს, რაც მის პერსონაჟს ერთდროულად ატყდება თავს.

9. მონანიება — ფინალური მონოლოგი

მაყურებელი სწორედ ამ სცენით იგებს ფილმის მთელი ისტორიის ყველაზე ემოციურ დეტალებს.

10. და იქნება სისხლი — მილკშეიკი

დენიელ დეი-ლუისის ოსტატობის ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითი.

11. ამერიკელი ფსიქოპათი — საბანკო ბარათი

სცენა, რომელიც ყველაზე კარგად ასახავს იმ სამყაროს, რომელზეც ფილმი მოგვითხრობს.

12. შავი გედი — ფინალი

ნატალი პორტმანის შესრულების დავიწყება ნამდვილად შეუძლებელია.

13. გაუჩინარებული ქალი — მონოლოგი

ამ სცენით მოულოდნელად ვიგებთ, რომ ფილმში ყველაფერი სულ სხვაგვარადაა, ვიდრე მანამდე წარმოვიდგენდით.

14. მოხუცების ადგილი აქ არ არის — მონეტის აგდება

ამ მონაკვეთით სერიული მკვლელის პიროვნულ თვისებებს უკეთესად ვეცნობით.

15. ქორწინების ისტორია — კამათი

ეს სცენა წყვილს შორის არსებული კრიზისს საუკეთესოდ ასახავს.

16. ბერდმენი — სემი და რიგანი

დღემდე გვიკვირს, თუნდაც მხოლოდ ამ სცენის გამო ემა სტოუნმა ოსკარი რატომ ვერ მიიღო.

17. შუქურა — თოლია

ეს ფილმი ბევრი უჩვეულო სცენითაა დახუნძლული და მათ შორის განსაკუთრებულად უცნაური სწორად ესაა — მისი გონებიდან ამოგდება რთულია.

18. ჯოკერი — მეტრო

ამ სცენაში მაყურებელი ფიზიკურად შეიგრძნობს ფილმის დაძაბულ ატმოსფეროს.

19. პარაზიტი — ატმის სცენა

გასული წლის ტრიუმფატორი ფილმის ამ სცენამ თავისი დახვეწილი მონტაჟის დამსახურებით ყველას ყურადღება მიიქცია.

20. ჯანგო — ვახშამი მონათმფლობელთან

ეს სია ტარანტინოს ფილმით დავიწყეთ და ასევე დამსახურებულად დავასრულეთ.