10 რჩევა სახლის ლამაზი და იაფი განახლებისთვის
სახლის ლამაზად და ეკონომიურად გარემონტების საკვანძო ასპექტი დიდწილად ყველაფრის წინასწარ და ეფექტურად დაგეგმვაა. ქვემოთ გაეცნობი, როგორ უნდა დაყო შენი რემონტის გეგმა ქვეგეგმებად შენთვის ხელმისაწვდომი სივრცის გათვალისწინებით.
წაიკითხე 10 რჩევა, რომელიც დაგეხმარება, შენი სახლი განაახლო ლამაზად და ზედმეტი დანახარჯების გარეშე:
1. დაყავი და იბატონე
როგორც უკვე ვთქვით, ეფექტური დაგეგმვა ეფექტური რემონტის საწინდარია. ალბათ, გსმენია ფრაზა "მთელი მის შემადგენელ ნაწილებზე უფრო მეტია" — შეგიძლია, ამ სტრატეგიით მიუდგე შენს სახლს და სახლის თითოეული არეალისთვის ცალკე დაგეგმო რემონტი. ჩამოწერე, რა გჭირდება, დაისახე საბოლოო მიზანი სახლის თითოეული სივრცისთვის და მთლიან მიზანზეც იფიქრე, შემდეგ კი გადადი მომდევნო ნაბიჯზე:
2. ბიუჯეტის გაწერა
რახან გინდა, რომ სახლის რემონტზე ზედმეტი ფული არ დაგეხარჯოს, მნიშვნელოვანია, განსაზღვრო საჭიროებები და ჯამური დანახარჯების ზედა ზღვარი. ბიუჯეტის გაწერისას უნდა გახსოვდეს, რომ არ შეიძლება საკუთარი ბიუჯეტის გადაჭარბებით შეფასება და სჯობს, რეალურზე ნაკლები გაითვალისწინო, შემდეგ კი იმის მოძიება დაიწყო, რაც გჭირდება.
3. გამოკვლევა
როცა გამოკვლევას დაიწყებ, გაგიკვირდება, თურმე რამხელა არჩევანი გქონია. შენს მახლობელ მაღაზიაში რომ ლამაზი ლამპა მოგეწონა, ეგ სხვაგან უფრო იაფადაც იყიდება. ამიტომ გახსოვდეს, როცა სახლის გარემონტებისას ბიუჯეტში ჩატევა გიწევს, გამოკვლევა და ყველაფრის მოძიება დაგეხმარება, შენთვის სასურველი ავეჯი, დეკორაციები და საღებავები უფრო იაფად იშოვო. ისარგებლე ონლაინ შოპინგით, მოიარე იაფიანი და მეორადი ავეჯის მაღაზიები.
ახლა კი ნაბიჯ-ნაბიჯ მივყვეთ სახლის განახლების საფეხურებს:
4. კარები პირველ შთაბეჭდილებას ქმნიან
სახლზე პირველ შთაბეჭდილებას კარი ქმნის. კარის მთლიანად გამოცვლა თუ არ შეგიძლია ან არსებული კარი კარგ მდგომარეობაშია, მაშინ, უბრალოდ, თავიდან შეღებე ის. კარებს ოთახის განათების შეცვლაც შეუძლია. ბნელ ოთახთან თუ გაქვს საქმე, რა ფერისაც არ უნდა იყოს კედლები, შეგიძლია, ჭერი და კარი იმავე ფერში შეღებო, ოღონდ 50 პროცენტით უფრო ღიად. ერთნაირ ტონალობას სივრცის "ჩაყლაპვა" შეუძლია. ამიტომაც, თუკი ეკონომიური რემონტისას კარს ღებავ, შეეცადე, სხვადასხვა ტონალობა გამოიყენო შენს სახლში სინათლის კონცენტრაციის შესაბამისად, რათა სახლი შენთვის სასურველი დოზით იყოს განათებული.
5. ფერი მოქმედებს განათებაზე
როგორც ზემოთ ვახსენეთ, ფერი მოქმედებს განათებაზე და სახლის გარემონტებისას, შესაძლოა, ახალ ფერს მიანიჭო უპირატესობა. ასეთ დროს, როცა ბიუჯეტში გიწევს ჩატევა, სხვა ფერის პალეტების შეძენა ზოგჯერ არაინტუიციური ჩანს. თუკი დანახარჯების მინიმიზაცია გჭირდება, შავი და თეთრი პალეტები აირჩიე — ეს უფრო უსაფრთხო ფერებია და შენს სახლს თანამედროვე და დახვეწილ იერსახეს შესძენს.
6. პატარა ოთახი შეიძლება დიდსაც დაემსგავსოს
ისეთი რემონტი თუ გინდა, რომ პატარა სახლი უფრო დიდი გამოჩნდეს, მაშინ ამ მიზნის მიღწევის ლამაზი და იაფიანი გზა სარკეებია. ეს საკმაოდ ნაკლებდანახარჯიანი ტექნიკაა, თუმცა ის თავისი დროის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი არქიტექტორის, სირ ჯონ სოუნის, მიერ გამოიყენებოდა, რომელმაც სარკეებით თავისი ლონდონის სახლის სასადილო ოთახი მოაპირკეთა.
7. სამზარეულო და სათავსო
სახლს თუ არემონტებ, ალბათ, ისიც გინდა, რომ სათავსო რაც შეიძლება დიდი გქონდეს. სამზარეულოს მაქსიმალურად გამოყენება სათავსოს პრობლემების მინიმუმამდე დაყვანაში დაგეხმარება. მცირე ბიუჯეტით ამის გასაკეთებლად შეგიძლია, სამზარეულოს კარადები და თაროები ხელთ არსებული მასალით გააკეთო შენვე ან ადგილობრივი მეორადი მაღაზიებით ისარგებლო.
შენი სამზარეულოს სივრცე შენზე უკეთ არავინ იცის, საკუთარი ხელით შექმნილი სამზარეულოს სათავსოები კი ფულის დაზოგვაშიც დაგეხმარება და იმაშიც დაგარწმუნებს, რომ ზუსტად იმას აგებ, რაც შენ გსურს. თუკი უკვე საკმარისად გაქვს კარადები და სათავსოები, მაშინ აღარ გინდა ახლების გაკეთება და მათი ჩანაცვლება. ამის ნაცვლად ისინი, უბრალოდ, შეღებე ან მოხატე, რათა შენი სამზარეულო უფრო ახლებურად გამოიყურებოდეს.
8. სინათლე ფანჯრებიდან შემოდის
მარკ ეპლტონის თქმით, "დახურულ სივრცეში ცხოვრების გამოცდილების ნახევარს ღია სივრცის ყურება განსაზღვრავს", ამიტომ სახლის გარემონტებისას ახალი, უფრო დიდი ფანჯრები დააყენე. თუმცა, შესაძლოა, ფანჯრების გამოცვლის სახსრები არ გქონდეს. ასეთ დროს ისინი ოთახზე უფრო ღია ფრად შეღებე, რათა ფანჯრებიდან შემომავალი სინათლის მაქსიმიზება მოახერხო.
9. აბაზანის განახლება
გაგიკვირდება, რამდენი ხარისხიანი და იაფიანი რამის შეძენა შეგიძლია შენი აბაზანის გასახალისებლად. შეგიძლია, უნიტაზისა და აბაზანისთვის ახალი ნივთები შეიძინო ან, ეგ თუ არ გინდა, უკვე არსებული აბაზანა-ტუალეტი მოხატო, კარადებს და სარეცხ მანქანასაც შეავლო ხელი, შხაპის წნევა შეცვალო და ა.შ.
10. იატაკის განახლება
ბიუჯეტში თუ გიწევს ჩატევა, იატაკის რემონტი, შესაძლოა, ძვირადღირებული სიამოვნება ჩანდეს და თუ ასეთ განახლებას სასურველ ფასში ვერ მიაკვლევ, შეეცადე, ყველაფერი იატაკის ამჟამინდელი დიზაინის მიხედვით განაახლო.
მთავარია, ერთი რამ გახსოვდეს — სახლის იაფად და ლამაზად განახლებისა და გარემონტების საკვანძო ასპექტი ისაა, რომ საკუთარი თავისთვის მიზანი დაისახო, წარმოიდგინო მთლიანი სურათი და შემდეგ სახლის თითოეული ნაწილის შენი გემოვნებით შემკობას ნაბიჯ-ნაბიჯ მიყვე.
სახლის თანამედროვე, გამორჩეული დიზაინით მოწყობაში ამიერკავკასიაში ყველაზე დიდი სამშენებლო და სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტი მიჰაუსი დაგეხმარებათ. 12 000 კვ. მეტრზე გაშლილ სივრცეში თქვენ შეხვდებით 60 000-მდე დასახელების პროდუქციას მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან.
პროდუქციის ვირტუალურ ინტერიერში აღქმის შესაძლებლობით, ონლაინ მაღაზიით, სწრაფი მიტანის სერვისით, ლოიალურობის პროგრამებითა და სხვა უპირატესობებით მიჰაუსი თქვენი სახლის თუ სამუშაო სივრცის სიმყუდროვესა და კომფორტს უზრუნველყოფს.
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვანიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
კომენტარები