აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით ე.წ. ქობულეთის კლასტერიდან, რომელიც დაკავშირებულია კაფე ჰავანასთან, გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსი უკვე გამოვლენილ შემთხვევებთან კონტაქტში მყოფ კიდევ ორ პირს დაუდასტურდა.

მათივე თქმით, ჯამში ამ შემთხვევიდან კორონავირუსი დადასტურებული აქვს 5 მოქალაქეს. ეპიდემიოლოგიურად მოკვლეულია და კარანტინში გადაყვანილია 60 პირი, თვითიზოლაციაში იმყოფება 12 მოქალაქე. PCR ტესტირებისთვის სინჯები აღებული აქვს დამატებით 110 ადამიანს და კვლევის პასუხები ხვალ დილით გახდება ცნობილი.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე, პაატა იმნაძემ საზოგადოებას უთხრა, რომ NCDC-ის წარმომადგენელი მოუწოდებს ყველას, ვინც 9, 10 ან 11 აგვიტოს იგივე ბუნგალოში იმყოფებოდა, იყვნენ ფრთხილად და სიმპტომების შემთხვევაში ცხელების ცენტრებს მიმართონ.