The Crown-ში პრინცესა დაიანას როლს ელიზაბეტ დებიკი შეასრულებს
უკვე სატელევიზიო შოუს სამეფო ოჯახმაც იპოვა თავისი ლედი დი.
ნეტფლიქსის გახმაურებულ სერიალ The Crown-ში, რომელიც დიდი ბრიტანეთის სამეფო ოჯახის შესახებ მოგვითხრობს, პრინცესა დაიანას როლს ავსტრალიელი მსახიობი ელიზაბეტ დებიკი შეასრულებს.
ელიზაბეტ დებიკის სერიალის მეხუთე და მეექვსე სეზონებში ვიხილავთ: პრინცესა დაიანა პირველად მეოთხე სეზონში გამოჩნდება და მის როლს მსახიობი ემა კორინი შეასრულებს, ფინალურ სეზონებში კი მას ელიზაბეტ დებიკი ჩაანაცვლებს.
"პრინცესა დაიანას სულისკვეთება, სიტყვები და ქმედებები დღემდე მრავალი ადამიანის გულში ცოცხლობს. ნამდვილი პატივი და პრივილეგიაა იმ ჩინებულ სერიალში მონაწილეობა, რომელმაც პირველივე ეპიზოდიდან მიმიზიდა", — განაცხადა მსახიობმა ამ ფაქტის დაანონსებასთან დაკავშირებით.
ამ 29 წლის მსახიობს კინომაყურებლები იცნობენ ისეთ ფილმებში შესრულებული როლებით, როგორებიცაა The Great Gatsby და Guardians of the Galaxy Vol. 2. ელიზაბეტ დებიკი ასევე თამაშობს კრისტოფერ ნოლანის ახალ ფილმში Tenet, რომლის პრემიერაც უახლოეს მომავალშია დაგეგმილი.
როგორც ცნობილია, ნეტფლიქსის გახმაურებული დრამა The Crown მეექვსე სეზონით დასრულდება. სერიალის მეხუთე და მეექვსე სეზონები 90-ანებსა და 2000-იანებში განვითარებულ მოვლენებზე მოგვითხრობს. შესაბამისად, ეკრანებზე ვიხილავთ პრინცესა დიანას გარდაცვალების ამბავსა და ამ ფაქტით გამოწვეულ კრიზსს, რომელშიც სამეფო ოჯახი იმყოფებოდა.
სერიალში ამჟამად მთავარ — ელიზაბეტ მეორის როლს ოსკაროსანი მსახიობი ოლივია კოლმანი ასრულებს. ამ წლის დასაწყისში ცნობილი გახდა, რომ ფინალურ სეზონში მას ასევე ცნობილი ბრიტანელი მსახიობი, იმელდა სტონტონი ჩაანაცვლებს.
ამ შოუს ერთგული მაყურებლები დარწმუნებული უნდა იყვნენ, რომ წინ ნამდვილად დაძაბული და საინტერესო სანახაობა ელოდებათ, მანამდე კი ისღა დაგვრჩენია, მეოთხე სეზონს დაველოდოთ, რომლის პრემიერაც, დიდი ალბათობით, ამ წლის შემოდგომაზე შედგება.
-
გადახედვაგიორგი ჯანელიძე: კანონი გამოყენებული იქნება ბოროტად და შერჩევით, ამიტომ მოგვიწოდებენ დასავლეთიდან მისი არ მიღებისკენ გიორგი ჯანელიძე: კანონი გამოყენებული იქნება ბოროტად და შერჩევით, ამიტომ მოგვიწოდებენ დასავლეთიდან მისი არ მიღებისკენ
-
გადახედვაპრეზიდენტმა ვეტო დაადო ქალთა კვოტირების გაუქმების კანონებს პრეზიდენტმა ვეტო დაადო ქალთა კვოტირების გაუქმების კანონებს
-
-
გადახედვათამთა კალანდაძის ინფორმაციით, ლაზარე დღეს ან ხვალ გამოვა ციხიდან თამთა კალანდაძის ინფორმაციით, ლაზარე დღეს ან ხვალ გამოვა ციხიდან
-
გადახედვაუშუალოდ ვაჟა სირაძის მითითებით რამდენიმე პოლიციელმა შემათრია, მირტყამდნენ გამეტებით, ერთი ნეკნი აქვს მოტეხილი — ელისაშვილი უშუალოდ ვაჟა სირაძის მითითებით რამდენიმე პოლიციელმა შემათრია, მირტყამდნენ გამეტებით, ერთი ნეკნი აქვს მოტეხილი — ელისაშვილი
-
გადახედვაქოაჩელას მუსიკალურ ფესტივალზე ლანა დელ რეისა და ბილი აილიშის დუეტი შედგა — ვიდეო ქოაჩელას მუსიკალურ ფესტივალზე ლანა დელ რეისა და ბილი აილიშის დუეტი შედგა — ვიდეო
-
გადახედვამარიამ დოლიძე: საშინელი ტკივილები მაქვს, გამაყუჩებლის გარეშე ვერ ვძლებ მარიამ დოლიძე: საშინელი ტკივილები მაქვს, გამაყუჩებლის გარეშე ვერ ვძლებ
-
-
გადახედვააშშ-ის სახდეპი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, მოისმინოს გაფრთხილებები აშშ-ის სახდეპი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, მოისმინოს გაფრთხილებები
-
გადახედვაპრეზიდენტი: პროვოკაციისა და დაძაბვის დრო არაა, დღეს არ მთავრდება ეს პროტესტი! პრეზიდენტი: პროვოკაციისა და დაძაბვის დრო არაა, დღეს არ მთავრდება ეს პროტესტი!
-
გადახედვაკანცელარიასთან დაძაბულობის ფონზე, შსს განცხადებას ავრცელებს კანცელარიასთან დაძაბულობის ფონზე, შსს განცხადებას ავრცელებს
-
-
გადახედვავაჟა სირაძის განცხადება აქციასთან დაკავშირებით, საპოლიციო ძალების გეგმაზე ვაჟა სირაძის განცხადება აქციასთან დაკავშირებით, საპოლიციო ძალების გეგმაზე
-
გადახედვააქციის მონაწილეები, მშვიდობიანი მსვლელობით, მთავრობის ადმინისტრაციისკენ მიემართებიან — რა არის გეგმა აქციის მონაწილეები, მშვიდობიანი მსვლელობით, მთავრობის ადმინისტრაციისკენ მიემართებიან — რა არის გეგმა
-
გადახედვასად იმყოფებიან საპოლიციო ძალები აქციის მიმდინარეობისას — ფოტოები სად იმყოფებიან საპოლიციო ძალები აქციის მიმდინარეობისას — ფოტოები
-
გადახედვათეოლოგთა და სასულიერო პირთა ნაწილი მიმართვას ავრცელებს თეოლოგთა და სასულიერო პირთა ნაწილი მიმართვას ავრცელებს
-
გადახედვაპრეზიდენტი: ერთ მხარეს ქართველი ხალხია, მეორე მხარეს კი — 83 დეპუტატი, რომელმაც ევროპული მომავლის წინააღმდეგ მისცა ხმა პრეზიდენტი: ერთ მხარეს ქართველი ხალხია, მეორე მხარეს კი — 83 დეპუტატი, რომელმაც ევროპული მომავლის წინააღმდეგ მისცა ხმა
-
გადახედვაამაღლობელი: ხელისუფლება ახლა ეცდება პროვოკაციებს, არ ავყვეთ ამაღლობელი: ხელისუფლება ახლა ეცდება პროვოკაციებს, არ ავყვეთ
-
-
გადახედვაბათუმი აპროტესტებს რუსულ კანონს, ევროპის მოედანზე ევროკავშირის დროშა გაშალეს ბათუმი აპროტესტებს რუსულ კანონს, ევროპის მოედანზე ევროკავშირის დროშა გაშალეს
-
გადახედვაღოღობერიძე: ძალიან ძლიერები ვართ, როდესაც ვართ ერთად და გვიხარია! ასე მხიარულად, ყიჟინით, შეძახილებით შევაბიჯებთ ევროპაში! ღოღობერიძე: ძალიან ძლიერები ვართ, როდესაც ვართ ერთად და გვიხარია! ასე მხიარულად, ყიჟინით, შეძახილებით შევაბიჯებთ ევროპაში!
კომენტარები