მედიაში გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს, როგორ ესვრის სპეცრაზმელი მოქალაქეს. ჩანს ისიც, რომ სროლის შემდეგ კაცი დაეცა. სპეცრაზმელებს ამაზე რეაქცია არ აქვთ და აგრძელებენ გადაადგილებას იმ ადგილის გავლით, სადაც კაცი დაეცა.

ფოტო: tv1

არსებული ინფორმაციით, კადრებში ასახულია ალექსანდრ ტარაიკოვსკის მკვლელობა. ის იმ ორ ადამიანს შორისაა, რომელიც ბელარუსში აქციების დროს მოკლეს.

გაფრთხილება: ვიდეო შეიცავს მძიმე კადრებს.

მინსკში საპროტესტო აქციები 9 აგვისტოს გვიან ღამით, მას შემდეგ დაიწყო, რაც წინასწარი დათვლის შედეგად ცნობილი გახდა, რომ ალექსანდრ ლუკაშენკომ ხმების 80 პროცენტი მიიღო, ხოლო სვეტლანა ტიხანოვსკაიამ — 10 პროცენტი. მას შემდეგ, რაც ცესკომ შედეგი ოფიციალურად დაადასტურა, აქციები არ წყდება. მოსახლეობა შედეგების გაუქმებას და საპრეზიდენტო არჩევნების სამართლიან გარემოში ჩატარებას ითხოვს. აქციებზე სპეცრაზმელებმა 2 ადამიანი მოკლეს, ათასობით არის დაშავებული და დაკავებული. სვეტლანა ტიხანოვსკაიამ, ოპოზიციის მთავარმა სახემ, ქვეყანა საპროტესტო აქციების დაწყებიდან მეორე დღეს დატოვა და ვიდეო მიმართვაც გაავრცელა, სადაც ხალხს მოუწოდა, არ გამოსულიყვნენ გარეთ.