#FreedomBelarus, Change! Never Aгain! — ეს მხოლოდ რამდენიმეა იმ უამრავი მესიჯიდან, რომელიც ბელარუსში ყოველდღიურად შექმნილ ათობით საპროტესტო პოსტერს ამშვენებს, პარალელურად კი 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ აქციები უკვე კვირაზე მეტია, რაც გრძელდება.

მინსკისა და ბელარუსის სხვა ქალაქების ქუჩებში ათობით ათასი ადამიანია გამოსული და მშვიდობიან დემონსტრაციებს აწყობს. ისინი მთავრობას არჩევნების გაყალბებაში სდებენ ბრალს: ახლანდელი საპრეზიდენტო არჩევნები ხმათა 80%-ით მოიგო მიმდინარე პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ, რომელიც უკვე 26 წელია ძალაუფლების სათავეშია.

"ომონსა და ჯარს — გახსოვდეთ კარმა!" ამბობს ერთი პოსტერი. "კმარა დუმილი" — წერია მეორეზე, მეგაფონის მახლობლად. ორი პოსტერი ბალარუსის კონსტიტუციას ციტირებს და ამბობს: "სახელმწიფო ძალაუფლებისა და სუვერენიტეტის ერთადერთი წყარო არის ხალხი" და "თითოეულ მოქალაქეს აქვს აზრის, რწმენისა და გამოხატვის თავისუფლება". სხვა პოსტერები პოლიციის სისასტიკეს უსვამს ხაზს, რასაც პროტესტის პირველ სამ დღეში ათობით დაზარალებული და ერთი დაღუპული მოჰყვა.

ლუკაშენკო არჩევნებში ოპოზიციის ლიდერს, სვეტლანა ტიხანოვსკაიას დაუპირისპირდა, რომელმაც ოფიციალურად ხმათა მხოლოდ 10 პროცენტი მიიღო — რიცხვი, რომელიც მრავალი კრიტიკოსის აზრით გაყალბებულია. ტიხანოვსკაია ცენტრალურ საარჩევნო კომისიაზე მას შემდეგ დარეგისტრირდა, რაც მისი ქმარი, ვლოგერი სერგეი ტიხანოვსკი, რომელიც პრეზიდენტობის კანდიდატობისთვის იყრიდა კენჭს, დააპატიმრეს. სხვა კანდიდატი, ვიქტორ ბაბარიკო, რომელიც ყოფილი ბანკირია, ასევე დააკავეს, ოპოზიციის მესამე წარმომადგენელს კი, ვალერი ცეპკალოს, რომელიც ბელარუსის ყოფილი ელჩია აშშ-ში, კანდიდატად რეგისტრირებაზე უარი განეცხადა.

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაზე არჩევნების შედეგების გასაპროტესტებლად მისული ტიხანოვსკაია რამდენიმე საათით დააკავეს, შემდეგ კი ის ლიეტუვაში გაიქცა შვილების უსაფრთხოებისთვის, რომლებიც კამპანიის დროს გაუშვა საზღვარგარეთ.

ონლაინ პლატფორმა cultprotest.me ყველას აძლევს საპროტესტო პოსტერების ატვირთვისა და დაბეჭდვის საშუალებას. იხილეთ რამდენიმე მათგანი.

ფოტო: cultprotest.me

ფოტო: cultprotest.me

ფოტო: cultprotest.me

ფოტო: cultprotest.me

ფოტო: cultprotest.me

ფოტო: cultprotest.me

ფოტო: cultprotest.me

ფოტო: cultprotest.me

ფოტო: cultprotest.me

ფოტო: cultprotest.me