Sagitarius A ჩვენი გალაქტიკის ცენტრში მდებარე სუპერმასიური შავი ხვრელია. მასთან ყველაზე ახლოს ვარსკვლავი S62 მდებარეობს, რომელიც შავ ხვრელს ხანდახან ისე უახლოვდება, რომ ის სინათლის სიჩქარის (დაახლოებით 300 ათასი კმ/წმ) 8%-ს აღწევს.

The Astrophysics Journal-ში გამოქვეყნებული სტატიის მიხედვით, ეს იმდენად სწრაფი სიჩქარეა, რომ რელატივისტური ფენომენები ხილული ხდება, რაც ამ ვარსკვლავს საინტერესო კვლევის ობიექტად აქცევს.

ძალიან მაღალ სიჩქარეებზე საინტერესო რამ ხდება, რაც დროის გამრუდებით არის ცნობილი. დავუშვათ დედამიწიდან A წერტილიდან B წერტილისკენ მიმავალ კოსმოსურ ხომალდს აკვირდებით, რომელიც სინათლის სიჩქარით მოძრაობს. ხომალდზე მყოფი ასტრონავტებისთვის ამ მონაკვეთის გავლა იმაზე ბევრად სწრაფად მოხდება, ვიდრე — თქვენი პერსპექტივიდან.

ზოგადი ფარდობითობის თეორიის მიხედვით, დროც, სხვა სიდიდეებთან ერთად, ფარდობითია. ის რიგ გარემოებებზე, მათ შორის დამკვირვებელზე და დაკვირვების ობიექტზეა დამოკიდებული. საინტერესო ისაა, რომ დროის გამრუდება მუდამ ხდება. თუმცა, გამრუდება რეალურად შეგრძენებადი და ხილვადი ძალიან ძალიან მაღალ სიჩქარეებზეა (როგორიცაა სინათლის სიჩქარე).

საინტერესოა, რომ ისეთ სისწრაფეზეც კი, როგორიც სინათლის სიჩქარის 8%-ია, დროის გამრუდება მაინც სულ ოდნავ შესამჩნევია. თუმცა ეს ფიზოკოსებისთვის კვლევების ჩასატარებლად სრულიად საკმარისია.

S62-ის უცნაური, სპიროგრაფის ფორმის ორბიტის დამსახარუებით, Sagittarius A ორ წელში შავ ხვრელს იმდენად მიუახლოვდება, რომ ზემოხსენებულ სიჩქარეს განავითარებს. როცა ეს მოხდება, მეცნიერები მასზე დასაკვირვებლად მზად იქნებიან.