ურეკში ზღვაში დაკარგული კაცის ცხედარი იპოვეს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, გარდაცვლილი მაშვენებმა გუშინ, 16 აგვისტოს გვიან ღამით იპოვეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ზღვაში ორი ადამიანი შევიდა, რომელთაგან ერთმა გამოსვლა შეძლო.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე ან თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანას გულისხმობს.