სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მინსკში თვითმფრინავი ჩაფრინდა, რომლითაც საქართველოს პრეზიდენტი სარგებლობს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, თვითმფრინავი ერთი საათის შემდეგ უკან გამოფრინდა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ინფორმაციას არ ადასტურებენ და On.ge-ს უთხრეს, რომ სალომე ზურაბიშვილი მინსკში არ ყოფილა.

"თბილისიდანაც არ გასულა, არათუ საქართველოდან", — განაცხადეს პრესსამსახურში.