რუსეთი მზადაა, დაეხმაროს ბელარუსს კოლექტიური სწრაფი რეაგირების ძალების მეშვეობით — კრემლი
ლუკაშენკოსა და პუტინის სატელეფონო საუბრის შესახებ ინფორმაცია კრემლის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა. ტექსტში ვკითხულობთ:
"ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ რესპუბლიკაზე გარეგანი ზეწოლის ჭრილში სიტუაციის განხილვა გრძელდება. რუსეთმა კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი მზადყოფნა, საჭიროების შემთხვევაში, დაეხმაროს ბელარუსს კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის მეშვეობით".
კრემლის განცხადებაში არ არის დაკონკრეტებული, რა გარეგანი ზეწოლა იგულისხმება. თუმცა კოლექტიური უსაფრთხოების შესახებ ხელშეკრულების ორგანიზაციაზე ლუკაშენკოც საუბრობს და აღნიშნავს, რომ ბელარუსში შექმნილ სიტუაციაში რუსეთის დახმარება სწორედ ამ შეთანხმების ფარგლებში განიხილება.
შეთანხმების ნაწილია კოლექტიური სწრაფი რეაგირების ძალები (ОДКБ), რომელიც დაახლოებით 18 000 ადამიანს აერთიანებს და მათი მთავარი დავალება მუდმივი სამხედრო მზადყოფნის დემონსტრირება, ორგანიზაციის წევრი ქვეყნების ტერიტორიაზე სამხედრო დანაყოფების განთავსება და ნებისმიერი ტიპის არეულობაში ან საგანგებო სიტუაციაში ჩართვა და ლოკალიზებაა. ამ ორგანიზაციის წევრები კი ამ ეტაპზე არიან რუსეთი, ბელარუსი, სომხეთი, ყაზახეთი, ყირგიზეთი და ტაჯიკეთი
პუტინის მიერ ლუკაშენკოსთვის აღთქმული დახმარება სწორედ ამ სამხედრო ძალების ჩარევას გულისხმობს იმ მშვიდობიანი აქციების წინააღმდეგ, რომელიც ბელარუსში ლუკაშენკოს მეექვსედ გაპრეზიდენტებას მოყვა.
პუტინთან სატელეფონო საუბრის შემდეგ ლუკაშენკომ თქვა:
"მქონდა გრძელი და არსებითი საუბარი რუსეთის პრეზიდენტთან... შევთანხმდით, რომ ჩვენი თავდაპირველი მოთხოვნის თანახმად, ბელარუსის უსაფრთხოების დასაცავად სრულ დახმარებას მივიღებთ. რაც შეეხება სამხედრო საკითხებს, ჩვენ რუსეთთან შეთანხმება გვაქვს, როგორც კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის ნაწილს (CSTO). ხოლო ამგვარი სიტუაციები სწორედ ამ შეთანხმებას ემყარება", — განაცხადა ლუკაშენკომ.
ამ სატელეფონო საუბრის გამართვამდე ლუკაშენკო აცხადებდა, რომ ბელარუსს ჰყავდა ისეთი მთავრობა, რომელიც პრობლემას დამოუკიდებლად მოაგვარებდა. ამბობდა, რომ მათ უცხო ქვეყნის მთავრობა და შუამავალი არ სჭირდებოდათ.
პუტინთან საუბრის შემდეგ კი, ის თავისი მხარდამჭერების მიერ გამართულ მიტინგზე მივიდა და იმ წარმატებაზე ისაუბრა, რასაც ბელარუსი მთავრობამ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მიაღწია.
"თქვენ მე, სრულიად ახალგაზრდასა და გამოუცდელს, მთხოვეთ, მეხსნა ხალხი უფსკრულისგან. ჩვენ ეს გავაკეთეთ. ჩვენ გავაკეთეთ ის, რაზეც მილიონობით წინამორბედი ოცნებობდა. ჩვენ, პირველად ისტორიაში, ავაშენეთ დამოუკიდებელი და სუვერენული სახელმწიფო", — განაცხადა ლუკაშენკომ.
ბელარუსში საპროტესტო გამოსვლები საპრეზიდენტო არჩევნებს მოჰყვა. აქციები გვიან ღამით, მას შემდეგ დაიწყო, რაც წინასწარი დათვლის შედეგად ცნობილი გახდა, რომ ალექსანდრ ლუკაშენკომ ხმების 80 პროცენტი მიიღო, ხოლო სვეტლანა ტიხანოვსკაიამ — 10 პროცენტი.
არჩევნების შედეგების გასაპროტესტებლად გამოსული მოსახლეობა პოლიციამ რეზინის ტყვიებისა და წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალა. ხალხის ნაწილი დაშავდა, ათასობით ადამიანი კი პოლიციამ დააკავა. საპროტესტო აქციების დროს ორი ადამიანი გარდაიცვალა.
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვანიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
კომენტარები