ურეკში ზღვაში გაუჩინარებულ ადამიანს ეძებენ. როგორც On.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ზღვაში ორი ადამიანი შევიდა, რომელთაგან ერთმა გამოსვლა შეძლო, მეორე კი ამ დრომდე გაუჩინარებულია.

შსს-ს ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე ან თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანას ითვალისწინებს.