თბილისის ტექნიკური უნივერსიტეტის მეტროში დაკვამლიანების გამო მოძრაობა შეჩერდა. On.ge-ს თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში უთხრეს, რომ აღნიშნული მეტროს ქვესადგურში აგრეგატის დაზიანებამ დაკვამლიანება გამოიწვია, რის შემდეგაც იქ ტექნიკური ჯგუფის მობილიზება გახდა საჭირო.

მათი განცხადებით, მგზავრები დროულად გამოიყვანეს, ამიტომ არავინ დაშავებულა. კომპანიის ცნობით, საბურთალოს ხაზზე მოძრაობა მთლიანად გაჩერებულია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი აცხადებს, რომ ადგილზე უმოკლეს დროში გამოცხადდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები და ისინი პერიმეტრის დეტალური გადამოწმებისთვის ამ დრომდე იქ იმყოფებიან.