დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05
მთავრობის ცხელი ხაზი 144

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თქმით, 15 აგვისტოს დადასტურებული 15 შემთხვევიდან 9-ის წყარო არის მოგზაურობა სვანეთში.

"ამ 15 შემთხვევის განაწილება ასეთი გახლავთ: 9 არის მოგზაურობა ეპიდაფეთქების ზონაში, 4 გახლავთ დადასტურებული შემთხვევებთან კონტაქტები, 1 გახლავთ შემოტანილი, სატვირთო ავტომობილის მძღოლი. 1 შემთხვევაზე გრძელდება ეპიდკვლევა კონტაქტების მოძიებისა და წყაროს დადგენის თვალსაზრისით", — განაცხადა ეზუგბაიამ.

ჯამში, დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა დღეს 1 321-მდე გაიზარდა, მათ შორის, გამოჯანმრთელებულია 1 088 ადამიანი, გარდაცვლილი — 17. კარანტინის რეჟიმში 7 635 პირი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 334 პაციენტია.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: