დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05
მთავრობის ცხელი ხაზი 144

15 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 3 ადამიანი კი გამოჯანმრთელდა. ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თქმით, 9 დადასტურებული შემთხვევის წყარო არის მოგზაურობა სვანეთში, 4 შემთხვევა დადასტურებულ შემთხვევებთან კონტაქტი, 1 — სატვირთოს ავტომობილის მძღოლი, ხოლო 1 შემთხვევის წყარო უცნობია.

ჯამში, დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა 1 321-მდე გაიზარდა, მათ შორის, გამოჯანმრთელებულია 1 088 ადამიანი, გარდაცვლილი — 17. კარანტინის რეჟიმში 7 635 პირი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 334 პაციენტია.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: