ალეკო ელისაშვილი გამორიცხავს, რომ ქართულ ოცნებას და პრორუსულ ძალებს კოალიცია შეუქმნას. მან ამის შესახებ ფორმულას ეთერში, ნინო ჟიჟილაშვილთან სტუმრობისას რამდენჯერმე აღნიშნა.

"ორი განსაკუთრებული წითელი ხაზი არის ჩემთვის: პრორუსული ძალები და ქართული ოცნება. ღიად პრორუსული ძალები, ვითომ ოპოზიცია რო არიან, სინამდვილეში ქართულ ოცნებას წარმოადგენენ", — ამბობს ელისაშვილი.

ელისაშვილმა კატეგორიულად გამორიცხა ბიძინა ივანიშვილთან და ქართულ ოცნებასთან კოალიციის შექმნის შესაძლებლობა, ცოტა ხნის შემდეგ კი დაამატა, რომ კოალიციას არც მიხეილ სააკაშვილს შეუქმნის.