28 წელი აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დაწყებიდან და ლელოს ინიციატივა ვეტერანებისთვის
დღეს აფხაზეთის ომიდან 28 წელი გავიდა. ლელო საქართველოსთვის ვეტერანთა საკითხის შესწავლას მნიშვნელოვნად მიიჩნევს და ინიციატივით გამოდის.
ლელოს ლიდერებმა - ლანა გალდავამ და საბა ბუაძემ ბრიფინგი გამართეს და აღნიშნეს, რომ ომის ვეტერანების საყოფაცხოვრებო სუბსიდია უნდა გახუთმაგდეს, ბიუჯეტის გათვალისწინებით. მათი თქმით, პირველ რიგში, გასათვალისწინებელია მათი განსაკუთრებული დამსახურება სახელმწიფოს და ყოველი ჩვენგანის წინაშე.
ლელო ერთ-ერთი ლიდერი ლანა გალდავა გამოდის ინიციატივით, რომ ვეტერანებისთვის არსებული საყოფაცხოვრებო სუბსიდია - 22 ლარი, რომელიც ვერ უძლებს კრიტიკას, ბიუჯეტის გათვალისწინებით გახუთმაგდეს.
„დაუბეგრავი ხელფასის ზღვარი 3000 ლარიდან გაიზარდოს 6000 ლარამდე, ხოლო შშმ პირებისთვის 6000 ლარიდან 9000 ლარამდე; დაიწყოს სამუშაო პროცესი ,,ვეტერანთა სახლების" იდეის დასამუშავებლად, რაც გულისხმობს საცხოვრებლის გარეშე დარჩენილი ვეტერანების სიცოცხლის ბოლომდე მეუღლესთან და არასრულწლოვან შვილებთან ერთად საცხოვრებლით დაკმაყოფილებას, რომელიც არ გულისხმობს საკუთრებაში გადაცემას; შემუშავდეს ჯანმრთელობის დაცვის სრულყოფილი სადაზღვევო - საოჯახო პაკეტი; ყველა ვეტერანი, მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობისას, უნდა იყენებდეს უნივერსალურ ბარათს მთელი საქართველოს მასშტაბით, რაც აღმოფხვრის ქალაქის და სოფლის ვეტერანების მიმართ დისკრიმინაციულ მიდგომას", — აცხადებს ლანა გალდავა.
ლელოს ერთ-ერთი ლიდერის, საბა ბუაძის თქმით, ვეტერანებზე ზრუნვა სახელმწიფო პოლიტიკის ქვაკუთხედად უნდა ვაქციოთ. ბუაძის თქმით, სიტყვა ვეტერანი დღეს სოციალურ სტატუსზე მიანიშნებს, ეს მიდგომა სასწრაფოდ უნდა შეიცვალოს და ქვეყნის წინაშე მათი დამსახურება დაფასდეს.
„ის 28 წელი, რომელიც დამანგრეველი მოვლენებიდან გავიდა, არის 28 წელი მშვიდობის გარეშე და ამაში მთავარი წვლილი, რა თქმა უნდა, ოკუპანტ ქვეყანას მიუძღვის. ჩვენ ვერ შევდგებით სრულყოფილ სახელმწიფოდ, სანამ სამშვიდობო პოლიტიკას არ ვაქცევთ შეუქცევად პროცესად. აუცილებელია დიალოგი იმისათვის, რომ ამ პრობლემის მოგვარება დაიწყოს. ასევე, ვერ შევდგებით სრულფასოვან და ღირსეულ საზოგადოებად, თუ ამ ქვეყანაში სიტყვა ვეტერანი არ იქნება დაფასებისა და ღირსების საზომი. დღეს, სამწუხაროდ, ვეტერანი არის სოციალური სტატუსი და არა იმ დამსახურების მიმანიშნებელი, რომელიც მათ გაწიეს ჩვენი ქვეყნისთვის საკუთარი სიცოცხლის ფასად", — აცხადებს საბა ბუაძე.
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
-
გადახედვანახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა ნახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა
-
გადახედვადააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს დააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს
-
კომენტარები