მეგან მარკლმა და პრინცმა ჰარიმ ახალი სახლი $14,7 მილიონად იყიდეს
პრინცი ჰარი და მეგან მარკლი ახალ გრანდიოზულ სახლში დაიდებენ ბინას: წყვილმა კალიფორნიის შტატში, სანტა ბარბარას ოლქში მდებარე მონტესიტოს დასახლებაში $14,65 მილიონად შეფასებული სახლი შეიძინა.
ეს დასახლება ცნობილია იმით, რომ იქ ჰოლივუდის კაშკაშა ვარსკვლავები ცხოვრობენ: ბრუს უილისი, ოპრა უინფრი, ჯონ ტრავოლტა, უილიამ ბოლდუინი და სხვა.
სახლის შესყიდვის დოკუმენტებში მეგანის ან ჰარის სახელები არ ფიგურებებს, თუმცა ვიცით, რომ შეთანხმება მაქსიმალური კონფიდენციალურობის დაცვით ივლისში შედგა და მოლაპარაკებებს მეგან მარკლის ბიზნესმენეჯერი აწარმოებდა.
ასევე აღსანიშნავია, რომ ეს სახლი რუს ბიზნესმენ სერგეი გრიშინს ეკუთვნოდა, რომელმაც ეს უძრავი ქონება 2009 წელს $25,3 მილიონად შეიძინა, ათი წლის შემდეგ კი მისი გაყიდვა ათმილიონიანი დანაკარგით მოუწია.
2003 წელს ხმელთაშუაზღვისპირული სტილით ნაგებ ამ სახლში არის ბიბლიოთეკა, სავარჯიშო დარბაზი, იზოლირებული მშრალი და სველი საუნა, ლიფტი, თაღოვანი გალერეა, სათამაშო ოთახი და კინოთეატრი. განცალკევებით არის შენობა სტუმრებისთვის, სადაც ორი საძინებელი და სააბაზანოა.
სახლის მთავარ შენობას სულ ცხრა საძინებელი და 16 სააბაზანო აქვს.
ამ უძრავი ქონების აღწერაში აღნიშნულია, რომ ის ასევე მოიცავს "ჩაის მცირე სახლს" და "კოტეჯს ბავშვებისთვის". სახლს ასევე აქვს თავისი ჩოგბურთის მოედანი, საცურაო აუზი და ბავშვების სათამაშო სივრცე.
რაც შეეხება ეზოს, ის გაფორმებულია ვარდების ბაღით, საუკუნოვანი ზეთისხილის ხეებითა და იტალიური კვიპაროსებით.
შეგახსენებთ, რომ ამ წლის დასაწყისში მეგან მარკლმა და პრინცმა ჰარიმ მაღალი რანგის სამეფო სტატუსზე უარი თქვეს, რათა "დამოუკიდებელი საქმიანობისა და ფინანსური დამოუკიდებლობის" უფლება ჰქონოდათ.
წყვილს სამეფო ოჯახის წევრობაზე უარი არ უთქვამს: ისინი კვლავ აგრძელებენ სამეფო ვალდებულებების შესრულებასა და დედოფლის მხარდაჭერას, მაგრამ ამავდროულად უფრო აქტიურად ერთვებიან საქველმოქმედო საქმიანობაში და თან საცხოვრებლად აშშ-ში გადავიდნენ.
სახლის თანამედროვე, გამორჩეული დიზაინით მოწყობაში ამიერკავკასიაში ყველაზე დიდი სამშენებლო და სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტი მიჰაუსი დაგეხმარებათ. 12 000 კვ. მეტრზე გაშლილ სივრცეში თქვენ შეხვდებით 60 000-მდე დასახელების პროდუქციას მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან.
პროდუქციის ვირტუალურ ინტერიერში აღქმის შესაძლებლობით, ონლაინ მაღაზიით, სწრაფი მიტანის სერვისით, ლოიალურობის პროგრამებითა და სხვა უპირატესობებით მიჰაუსი თქვენი სახლის თუ სამუშაო სივრცის სიმყუდროვესა და კომფორტს უზრუნველყოფს.
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
-
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
კომენტარები