13 აგვისტოს ბათუმის ერთ-ერთი სასტუმროს საკარანტინო სივრცეში მოთავსებული პირი მე-4 სართულის ფანჯრიდან სასტუმროს შიდა ეზოში გადახტა. ამის შესახებ ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა.

პირი დაშავდა და ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალში გადაიყვანეს. როგორც On.ge-ის ჰოსპიტალში უთხრეს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

შსს-ს ცნობით, საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

უწყების ინფორმაციით, დაშავებული საქართველოში სარფის სასაზღვრო გამტარი პუნქტიდან შემოვიდა და სავალდებულო კარანტინის გავლის მიზნით ერთ-ერთ სასტუმროში იყო მოთავსებული.