ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონში ცვლილებების მიღებას მამუკა ანდღულაძე აფასებს
ერთი თვის წინ საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო "ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონი ("კანონი"). პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილი კანონი მაცნეში იმავე დღეს გამოქვეყნდა და დღეს უკვე კანონი მოქმედია.
ამის შესახებ განცხადებას ავრცელებს კავკასუს ონლაინი: "კომისია კანონს ბიზნესთან კონსენსუსის შედეგს უწოდებს, თუმცა ფაქტია, რომ კავკასუს ონლაინი, რომელიც სატელეკომუნიკაციო ბაზარზე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოთამაშეა, ამ კონსენსუსის ნაწილი არ არის და ეს არაერთგზის დააფიქსირა კომპანიის ხელმძღვანელობამ".
კავკასუს ონლაინის თქმით, კომპანია "ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ" კანონში ცვლილებებს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებს.
"ექსპერტები საკანონმდებლო ცვლიებებს "ბიზნესისთვის კატასტროფულად მავნეს და დამაზიანებელს" უწოდებენ და ამბობენ, რომ კანონი საქართველოს კონსტიტუციასთან შეუსაბამოა", — ვკითხულობთ კავკასუს ონლაინის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" პროგრამის მენეჯერი, მამუკა ანდღულაძე აცხადებს, რომ პროცესი არ იყო გამჭვირვალე თავიდანვე, რაც იმაში გამოიხატებოდა, რომ დაინტერესებული მხარეები, ანუ ისინი, ვისაც ცვლილება პირველ რიგში შეეხებოდა, მასში ჩართულნი არ იყვნენ.
ქვემოთ გთავაზობთ მამუკა ანდღულაძის მიერ გაკეთებული განცხადების ტექსტს:
"პირველ რიგში, უნდა ვთქვათ, რომ საზოგადოებამ მას შემდეგ გაიგო ამ კანონის შესახებ, რაც პარლამენტში მოხდა მისი შეტანა დაჩქარებული წესით. პირველადი პაკეტი მოიცავდა ცვლილებას ორ კანონში: ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ და "მაუწყებლობის შესახებ" ცვლილებას, რაც ყოველგვარი საჯარო დისკუსია დებატების გარეშე, დაჩქარებული წესით შევიდა პარლამენტში განსახილველად.
"უნდა აღინიშნოს, რომ თავიდანვე იყო კითხვები "მაუწყებლობასთან" დაკავშირებით, მაგრამ ეს კანონი არ და ვერ გამოიყენება "მაუწყებლის შესახებ" კანონზე, თუმცა მაუწყებლის შესახებ კანონში ცვლილება, რომელიც კომისიის გადაწყვეტილებების გასაჩივრებას ეხებოდა, ნამდვილად პრობლემატური იყო. ვესწრებოდი კანონპროექტის განხილვას, სადაც ოპერატორის წარმომადგენლები და მაუწყებლებიც იყვნენ. დისკუსიის შემდგომ სიტუაცია შეიცვალა და "მაუწყებლის შესახებ" კანონი ცალსახად ამოიღეს პაკეტიდან. თუმცა, თავად პროცესი არ იყო გამჭვირვალე თავიდან, რაც იმაში გამოიხატება, რომ დაინტერესებული მხარეები ჩართული არ იყვნენ — პირველ რიგში ისინი, ვისაც ეს შეეხებოდა. ოპერატორები ამბობდნენ, რომ ცოტა ხნით ადრეც კი არ ვიცოდით, მთავრობას რა კანონპროექტი შემოჰქონდაო. მერე გაირკვა, რომ მთავრობის სახელით კი შემოვიდა, მაგრამ რეალურად მომხსენებელი ეროვნული კომისია იყო. საჯარო დისკუსიაში კომისია ღიად ნაკლებად საუბრობს, რომ ეს კავკასუს ონლაინის გამო გააკეთეს, თუმცა, აღნიშნული პროცესი კავკასუს ონლაინთან დაკავშირებით, უკვე რამდენიმე თვეა, დაიწყო.
"თუ ეს მნიშვნელოვანი პრობლემა და სერიოზული საკითხი იყო, პირველ რიგში, სახელმწიფო ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას — მათ შორის ეროვნული კომუნიკაციების კომისია და ეკონომიკის სამინისტრო. როდესაც კანონმდებლობის ანალიზს აკეთებ და ფიქრობ, რომ ეს პრობლემატური საკითხია, რატომ არ ხვდება ეს არც წლიურ ანგარიშში და არც საზოგადოებას ესაუბრები ამ პრობლემის შესახებ. მეორე მხრივ, მნიშვნელოვანია ოპერატორების მფლობელობა — ტექნოლოგიური განვითარების საფუძველზე ოპერატორი ამ შემთხვევაში აღარ არის მხოლოდ კლასიკური გაგებით მხოლოდ ინტერნეტის მიმწოდებელი, მობილური მომსახურების მიმწოდებელი. ტექნოლოგია გაძლევს უნივერსალურ შესაძლებლობას, ყველაფერი იყო. ამიტომ მათი მფლობელობის პროცესიც უნდა იყოს გამჭვირვალე და ის კითხვები, რომელიც ჰქონდათ ოპერატორებს, არ უნდა დარჩეს პასუხგაუცემელი.
"კიდევ ერთხელ ვიმეორებ: თუ პრობლემა იყო, სახელმწიფომ უნდა ისაუბროს ამაზე. ის პასუხისმგებლობას ვერ გაექცევა და თავად მფლობელობის უფლების საკითხიც უნდა იყოს მაქსიმალურად გამჭვირვალე", — აცხადებს მამუკა ანდღულაძე.
-
გადახედვაბასიანი: კანონი სრულად ზღუდავს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას, აწესებს ცენზურას ფაქტობრივად ყველა სფეროზე ბასიანი: კანონი სრულად ზღუდავს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას, აწესებს ცენზურას ფაქტობრივად ყველა სფეროზე
-
-
გადახედვასაქართველოს 10 საუკეთესო გამოსვლა ევროვიზიაზე საქართველოს 10 საუკეთესო გამოსვლა ევროვიზიაზე
-
გადახედვამასშტაბური კვლევის თანახმად, ვიაგრა ალცჰაიმერის განვითარების რისკებს 50%-ით ამცირებს მასშტაბური კვლევის თანახმად, ვიაგრა ალცჰაიმერის განვითარების რისკებს 50%-ით ამცირებს
-
გადახედვაახალი რობოტი ადამიანის სახის გამომეტყველებას იმეორებს ახალი რობოტი ადამიანის სახის გამომეტყველებას იმეორებს
-
-
გადახედვაროგორ აისახება ყინულის დნობა დღის ხანგრძლივობაზე? — ახალი კვლევა როგორ აისახება ყინულის დნობა დღის ხანგრძლივობაზე? — ახალი კვლევა
-
გადახედვავინ იქნება Neuralink-ის შემდეგი პაციენტი — რა ვიცით ვინ იქნება Neuralink-ის შემდეგი პაციენტი — რა ვიცით
-
გადახედვაბელას ადგილას, ედვარდს დავშორდებოდი — კრისტენ სტიუარტი ბელას ადგილას, ედვარდს დავშორდებოდი — კრისტენ სტიუარტი
-
გადახედვამამუკა ხაზარაძე: რეალურად, ვდგავართ ძალიან დიდ გზაჯვარედინზე — ან ევროპა ან რუსეთი მამუკა ხაზარაძე: რეალურად, ვდგავართ ძალიან დიდ გზაჯვარედინზე — ან ევროპა ან რუსეთი
-
გადახედვაინტერნეტის სიჩქარე რამდენიმე მილიონჯერ გაზარდეს — როგორ გადაიტანეს წამში 301 ტერაბიტი ინტერნეტის სიჩქარე რამდენიმე მილიონჯერ გაზარდეს — როგორ გადაიტანეს წამში 301 ტერაბიტი
-
-
გადახედვაფრინველის გრიპი ძროხებში ვრცელდება — რა უნდა ვიცოდეთ ფრინველის გრიპი ძროხებში ვრცელდება — რა უნდა ვიცოდეთ
-
-
გადახედვა2023 წელს შემცირდა ქორწინების, განქორწინების და შობადობის მაჩვენებელი — საქსტატი დემოგრაფიულ მაჩვენებლებს აქვეყნებს 2023 წელს შემცირდა ქორწინების, განქორწინების და შობადობის მაჩვენებელი — საქსტატი დემოგრაფიულ მაჩვენებლებს აქვეყნებს
-
გადახედვაკვლევის მიხედვით, თაობიდან თაობამდე ტვინების ზომა იზრდება — რას შეიძლება ნიშნავდეს ეს კვლევის მიხედვით, თაობიდან თაობამდე ტვინების ზომა იზრდება — რას შეიძლება ნიშნავდეს ეს
-
გადახედვაემა სტოუნს Poor Things-ის რეჟისორის ახალ ფილმში ვიხილავთ — ნახე ტრეილერი ემა სტოუნს Poor Things-ის რეჟისორის ახალ ფილმში ვიხილავთ — ნახე ტრეილერი
-
გადახედვაბაკურიანში, თოვლის მასაში ერთი ადამიანია მოყოლილი — ადგილზე მუშაობენ მაშველები ბაკურიანში, თოვლის მასაში ერთი ადამიანია მოყოლილი — ადგილზე მუშაობენ მაშველები
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისის საქმეზე დასკვნითი სხდომა კვლავ გადაიდო ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე დასკვნითი სხდომა კვლავ გადაიდო
-
გადახედვა2026 წელს ასტრონავტები მთვარეზე მცენარეებსაც წაიღებენ 2026 წელს ასტრონავტები მთვარეზე მცენარეებსაც წაიღებენ
-
გადახედვაBlack Sea Arena-ზე Scorpions და OneRepublic მაისში კონცერტებს გამართავენ Black Sea Arena-ზე Scorpions და OneRepublic მაისში კონცერტებს გამართავენ
კომენტარები