21 ივლისს აშშ-ში, მიჩიგანის შტატში თეთრთავა ფსოვის სახელით ცნობილი მტაცებელი ფრინველი დაახლოებით 50 მეტრის სიმაღლეზე მფრინავ დრონს, რომელიც ადგილობრივ ხელისუფლებას ეკუთვნოდა, თავს დაესხა და ტბაში ჩააგდო.

"არწივმა დრონს პროპელერი გამოგლიჯა და მდინარეში გადაუძახა. ეს შემთხვევა შესაძლოა იმან გამოიწვია, რომ ფრინველმა ამ ტექნოლოგიურ მტერთან ტერიტორია ვერ გაიყო, ან უბრალოდ მშიერი იყო", — აცხადებენ მიჩიგანის შტატის გარემოს, ტბებისა და ენერგიის უწყების წარმომადგენლები.

დრონი Phantom 4 Pro Advanced-ის მოდელი იყო და მისი ღირებულება $950-ია.

ფოტო: დრონის ეს მოდელი ცნობილია თავისი განსაკუთრებულად მაღალი ხარისხის მქონე კამერის აღჭურვილობით.

გარემოს ხარისხის ანალიტიკოსი ჰანტერ კინგი, რომელიც ინციდენტის დროს მართავდა დრონს და ამ მოწყობილობის საშუალებით ტბა მიჩიგანის სანაპირო ზოლის ეროზიას შეისწავლიდა, აცხადებს, რომ დრონი მოულოდნელად უმართავი გახდა, რაღაც მომენტში კი კამერაში არწივიც გამოჩნდა.

იქვე მყოფმა მოქალაქეებმა კი, რომლებიც ფრინველებს აკვირდებოდნენ, შენიშნეს, რომ არწივი რაღაცას თავს დაესხა ჰაერში, შემდეგ კი სრულიად საღი კვლავ სადღაც გაფრინდა.

დაზიანებულ დრონს ტბაში დღეების განმავლობაში უშედეგოდ ეძებდნენ, მიუხედავად იმისა, რომ სამძებრო სამუშაოებში სპეციალური წყალქვეშა მოწყობილობებიც გამოიყენეს. დრონი ტბის ნაპირიდან დაახლოებით 45 მეტრში ჩამოვარდა.

როგორც დრონის მფლობელი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, ისინი მალე ახალ მოწყობილობას შეიძენენ, რათა ძველი დრონი ჩაანაცვლონ.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი შემთხვევები იშვიათი არ არის: არაერთი კვლევა და რეკომენდაცია არსებობს, რომლებიც დრონის მფლობელებს ფრინველებთან "უთანხმოების" შესაძლო რისკებზე აფრთხილებს.

როგორც მიჩგანის შტატის გარემოს, ტბებისა და ენერგიის უწყებაში აცხადებენ, მომავალში შეეცდებიან, რომ მათი დრონეი უფრო ნაკლებად ჰგავდეს თოლიას, რათა მტაცებელი ფრინველების მსხვერპლი აღარ გახდეს.