5 საუკეთესო ადგილი საქართველოში მარტო სამოგზაუროდ
მეგობრებთან ერთად გართობა სახალისოა, თუმცა ზოგჯერ ზედმეტი კომუნიკაციისგან დასვენება და ბუნებასთან განმარტოვება გვჭირდება. ასეთი ადგილების პოვნა საქართველოში არ არის ძნელი, საბედნიეროდ, ჩვენ ერთ-ერთი ყველაზე მწვანე ქვეყანა ვართ, სადაც უხვად არის ბიომრავალფეროვნება. მდიდარი ფლორა და ფაუნა, ადამიანებისგან, ავტომობილებისგან და გიგანტური შენობებსიგან თავისუფალი სივრცეები საშუალებას გვაძლევს, დავტკბეთ პირველყოფილი ბუნების მშვენიერებით და შევიგრძნოთ ჰარმონია.
ქვემოთ საქართველოში არსებულ იმ ადგილებს წარმოგიდნეთ, რომლებიც ძალების სიმშვიდეში აღდგენისთვისაა ზედგამოჭრილი.
1. პირიქითა ხევსურეთი
პირიქითა ხევსურეთი დათვიჯვრის უღელტეხილის მიღმა მდებარეობს, რომელიც არა მხოლოდ ხევსურეთს ყოფს პირაქეთად და პირიქითად, არამედ ევროპასა და აზიასაც მიჯნავს ერთმანეთისგან. პირიქითა ხევსურეთში, ფაქტობრივად, მხოლოდ ერთი დასახლებული სოფელია (თუ არ ჩავთვლით ხახაბოს, სადაც მხოლოდ ერთი მოსახლეა, საავტომობილო გზა არ მიდის და ფეხით გასავლელი მანძილი 10 კილომეტრია) — შატილი. დასასვენებელი კეთილმოწყობილი სახლიც სწორედ შატილში შეგიძლია იპოვო, ხოლო აქედან ფეხით თუ ავტომობილით მოიარო მთელი პირიქითა ხევსურეთი — კისტანი, ლებაისკარი, ანატორი, მუცო და არდოტი.
2. ზემო რაჭა
ზემო რაჭა საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და ტურისტულად მიმზიდველი ლოკაცია იყო საბჭოთა კავშირის დროს, სადაც არსებობდა იმ დროისათვის თანამედროვე ინფრასტრუქტურა და სერვისები. 90-იან წლებში შექმნილი კრიზისის და ეკონომიკური კოლაფსის შედეგებს რაჭა დღემდე ებრძვის, თუმცა ეკონომიკურ თუ ინსფრასტრუქტურულ პრობლემებს მისი ბუნების მშვენიერებისთვის არაფერი დაუკლია. კურორტი შოვი ძველი დიდების გაქვავებული ნაშთია, რომელიც ოდნავ შელახულ სამოსს არ უჩივის და მისი სიტურფე დღემდე იტაცებს თვალს.
3. ნინოწმინდა
ნინოწმინდა საქართველოს სამხრეთის მშვენებაა. აქ არსებული აყვავებული მინდვრები, ტბების სიუხვე და ცოცხალი ბუნების მრავალფეროვნება ნამდვილ მიწიერ სამოთხედ აქცევს უმეტესად ალპური კლიმატის მხარეს. აქ შეგიძლია შეხვდე იშვიათ ფრინველებს, მოინახულო ტბები და კანიონი, უგზო-უკვლოდ იხეტიალო ნაირფერად აჭრელებულ მინდვრებში და გაიცნო მრავალეთნიკური კულტურა და მისი სამზარეულო.
4. თუშეთი
თუშეთი საკმაოდ ხალვათად დასახლებული მხარეა, სადაც ციდან უძველესი ციხე-კოშკები გიყურებენ და ლეგენდები შენ თვალწინ ცოცხლდებიან. თუშეთის დაცულ ტერიტორიებზე ფაუნა 180-მდე სახეობითაა წარმოადგენილი. ხოლო, აქ არსებული 18 სახეობა საქართველოს "წითელ ნუსხაშია" შესული. ძუძუმწოვრებიდან აღსანიშნავია: ევროპული მაჩქათელა, წავი, მურა დათვი, ჯიხვი, ნიამორი, ირემი, კავკასიური როჭო და კავკასიური შურთხი. იშვიათი სახეობის ფრინველებიდან კი გავრცელებულია: ბექობის არწივი, დიდი მყივანი არწივი, ველის კირკიტა, ღალღა, ველის არწივი, ძერა, სვავი და ველის ძელქორი.
5. ლაგოდეხის ნაკრძალი
ლაგოდეხის ნაკრძალი ერთ-ერთი ყველაზე კეთილმოწყობილი და მარკირებული დაცული ტეროტირიაა საქართველოში როგორც საფეხმავლო ლაშქრობის დასაგეგმად, ასევე საცხენო ტურისთვის. აქ არსებული რამდენიმე ბილიკიდან განსაკუთრებულად საინტერესო გურგენიანის ჩანჩქერის და შავი კლდეების ბილიკია. პირველი მათგანი ადვილ სალაშქრო ბილიკად მიიჩნევა და ფეხით ასასვლელად და ჩამოსასვლელად სულ ერთი დღე დაგჭირდება. ხოლო შავი კლდეების ტბისთვის სამი დღე უნდა გამოყო. უმჯობესია, ცხენი იქირაო ნაკრძალის ვიზიტორთა ცენტრში. აქ შემოდგომაზე ველური ბუნების უმშვენიერეს არსებებს შეხვდები, მათ შორის ჯიხვს. ტყის მასივების გავლის შემდეგ ალპური მდელოები გელოდება, ბილიკის ბოლოს კი — უმშვენიერესი შავი კლდეების ტბა.
მთაში, ბარში თუ ზღვაზე, მთელი საქართველოს მასშტაბით შეგიძლია მარტივად ნახო საშენო დასასვენებელი სახლი rent.myhome.ge-ზე. ახალი პლატფორმის მეშვეობით, ონლაინ დაჯავშნით შენთვის სასურველ ნებისმიერი ტიპის ქონებას — ბინას, სახლს, სასტუმროს თუ კოტეჯს იპოვი და ვებგვერდიდან გაუსვლელად მიიღებ ინფორმაციას სხვა დამატებითი სერვისების შესახებ.
-
გადახედვამეცნიერები უნივერსალურ ვაქცინაზე მუშაობენ, რომელიც ვირუსის ყველა შტამისგან დაგვიცავს მეცნიერები უნივერსალურ ვაქცინაზე მუშაობენ, რომელიც ვირუსის ყველა შტამისგან დაგვიცავს
-
გადახედვაშესაძლოა, დედამიწასთან ახლომდებარე ასტეროიდი მთვარის ფრაგმენტი იყოს შესაძლოა, დედამიწასთან ახლომდებარე ასტეროიდი მთვარის ფრაგმენტი იყოს
-
გადახედვაკანონის მიღების შემთხვევაში, ევროკავშირმა სანქციები უნდა დაუწესოს ყველა დეპუტატს, ვინც მის სასარგებლოდ მისცა ხმა — ევროპარლამენტში ინიციირებული რეზოლუცია კანონის მიღების შემთხვევაში, ევროკავშირმა სანქციები უნდა დაუწესოს ყველა დეპუტატს, ვინც მის სასარგებლოდ მისცა ხმა — ევროპარლამენტში ინიციირებული რეზოლუცია
-
გადახედვადააფიქსირეს, როგორ აფრქვევს გალაქტიკა სივრცეში 50 მილიონი მზის მასის მატერიას დააფიქსირეს, როგორ აფრქვევს გალაქტიკა სივრცეში 50 მილიონი მზის მასის მატერიას
-
გადახედვამდინარაძე: როცა ქალი ამბობს, "არ ვარ დაოჯახებული, მაგრამ მინდა მყავდეს შვილი", ამის უფლება უნდა ჰქონდეს თუ არა, საკამათოა მდინარაძე: როცა ქალი ამბობს, "არ ვარ დაოჯახებული, მაგრამ მინდა მყავდეს შვილი", ამის უფლება უნდა ჰქონდეს თუ არა, საკამათოა
-
გადახედვაუცხოური დაფინანსებით, ქვეშეთის სოფელ კობთან დამაკავშირებელი 9 კმ-იანი გვირაბის გაჭრა დასრულდა უცხოური დაფინანსებით, ქვეშეთის სოფელ კობთან დამაკავშირებელი 9 კმ-იანი გვირაბის გაჭრა დასრულდა
-
გადახედვამზის სისტემაში ერთით მეტი პლანეტა შეიძლება იყოს და ასტრონომებმა ამის ახალ მტკიცებულებას მიაგნეს მზის სისტემაში ერთით მეტი პლანეტა შეიძლება იყოს და ასტრონომებმა ამის ახალ მტკიცებულებას მიაგნეს
-
გადახედვაკრამონი: სანქციები რაც შეიძლება სწრაფად უნდა დავაწესოთ მათ წინააღმდეგ, ვისაც საქართველოს ტრანსფორმაცია რუსული მოდელის მიხედვით სურთ კრამონი: სანქციები რაც შეიძლება სწრაფად უნდა დავაწესოთ მათ წინააღმდეგ, ვისაც საქართველოს ტრანსფორმაცია რუსული მოდელის მიხედვით სურთ
-
გადახედვაკიბოს დიაგნოსტირება სისხლის წვეთით? — ახალი მეთოდი პასუხს რამდენიმე წუთში იძლევა კიბოს დიაგნოსტირება სისხლის წვეთით? — ახალი მეთოდი პასუხს რამდენიმე წუთში იძლევა
-
-
-
-
გადახედვააქციის მშვიდობიან მონაწილეს, რომელზეც პოლიციამ იძალადა, სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა — SJC აქციის მშვიდობიან მონაწილეს, რომელზეც პოლიციამ იძალადა, სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა — SJC
-
-
-
-
გადახედვაარ ვიცი, Euphoria მე-3 სეზონით დაბრუნდება თუ არა — ზენდეია არ ვიცი, Euphoria მე-3 სეზონით დაბრუნდება თუ არა — ზენდეია
-
გადახედვაგენდერული კვოტების გაუქმების კანონპროექტზე, სახალხო დამცველმა ეუთო/ოდირს მიმართა გენდერული კვოტების გაუქმების კანონპროექტზე, სახალხო დამცველმა ეუთო/ოდირს მიმართა
-
გადახედვაფონდი ქართუ საფეხბურთო ნაკრებს, ქვეჯგუფიდან გასვლის შემთხვევაში, 30 მილიონ ლარს გადასცემს ფონდი ქართუ საფეხბურთო ნაკრებს, ქვეჯგუფიდან გასვლის შემთხვევაში, 30 მილიონ ლარს გადასცემს
-
გადახედვამილიარდობით წლის შემდეგ პირველად, სიცოცხლის ორმა ფორმამ ერთი ორგანიზმი წარმოქმნა მილიარდობით წლის შემდეგ პირველად, სიცოცხლის ორმა ფორმამ ერთი ორგანიზმი წარმოქმნა
-
გადახედვაჟურნალისტის, ია სართანიას თავდასხმის ფაქტზე, მედიის ადვოკატირების კოალიცია გამოძიებას ითხოვს ჟურნალისტის, ია სართანიას თავდასხმის ფაქტზე, მედიის ადვოკატირების კოალიცია გამოძიებას ითხოვს
კომენტარები