საქართველოს განათლების მინისტრის მოადგილის, ეკატერინე დგებუაძის განცხადებით, ამ ეტაპზე, სკოლებში მოსწავლეთა მაქსიმალურ რაოდენობად 29 განისაზღვრა. მან ამის შესახებ ტელეკომპანია იმედის ეთერში ისაუბრა.

"მაქსიმალური რაოდენობა ეს არის 29 მოსწავლე. იმ შემთხვევაში, თუ სკოლის ინფრასტრუქტურა არ იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ ერთმეტრიანი დისტანცია დაიცვან მოსწავლეებს შორის, მათ ეძლევათ მოქნილობისა და თავისუფლების შესაძლებლობა, რომ თავად დააორგანიზონ სასწავლო პროცესი ცვლების, საფეხურების მიხედვით", — განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

საქართველოს განათლების სამინისტროს ინფორმაციით, 2020-2021 წლის სასწავლო პროცესი 2084 საჯარო სკოლაში 15 სექტემბერს განახლდება. ახალი რეგულაციების მიხედვით, სკოლის შენობაში შემსვლელი ყველა პირისთვის, გარდა მოსწავლისა, პირბადის ტარება სავალდებულო იქნება.

ასევე წაიკითხეთ: