დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თქმით, 14 აგვისტოს დადასტურებული კორონავირუსის 23 შემთხვევიდან 6-ის წყარო ლენჯერია, ხოლო 11-ის — აქამდე დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტი.

"დაგვემატა 23 დადასტურებული შემთხვევა. ამ დადასტურებული შემთხვევიდან, 6-ის წყარო გახლავთ ლენჯერი, 11-ის წყარო კი დადასტურებულ შემთხვევებთან კონტაქტები, ხოლო 2 არის იმპორტირებული, ორივე სატვირთო მანქანის მძღოლია, 1 სამედიცინო პერსონალი და 3 პაციენტზე მიმდინარეობს ეპიდკვლევა კონტაქტებისა და წყაროს მოძიებით", — განმარტა ეზუგბაიამ.

ჯამში, დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა 1 306-მდე გაიზარდა, მათ შორის, გამოჯანმრთელებულია 1085 ადამიანი, გარდაცვლილი — 17. კარანტინის რეჟიმში 7 597 პირი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 261 პაციენტია.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციის შესახებ:

ამავე თემაზე: