კვლევაში გადაუწყვეტელი ამომრჩეველი 42,8%-ია — რუსთავი 2
დღის ბოლოს ტელეკომპანია რუსთავი 2-მა თქვა, რომ მათ მიერ დაკვეთილ კვლევაში გადაუწყვეტელი ამომრჩეველი 42%-ია.
მანამდე არხი ამ მაჩვენებელს არ ასახელებდა, ამბობდა რა იმას, რომ ბრიტანულმა კომპანია Survation-მა მხოლოდ იმ ამომრჩევლის ხმები დათვალა, რომლებსაც გადაწყვეტილება უკვე მიღებული აქვთ.
ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი, რომან გოცირიძე რუსთავი 2-თან ამბობს, რომ გადაუწყვეტელი ამომრჩევლის რაოდენობა აუცილებლად უნდა გასაჯაროებულიყო. მისი ვარაუდით, ეს სპეციალურად არ მოხდა.
ევროპული საქართველოს დეპუტატი, სერგი კაპანაძე კი On.ge-სთან აღნიშნავს, რომ "თუ ამ კვლევას ყველა იმ ინფორმაციის საფუძველზე შევაფასებთ, რაც მერეც გავიგეთ", გამოვა, რომ ქართულ ოცნებას 29% აქვს, რაც IRI-ის ბოლო კვლევაში პარტიის შედეგებზე ნაკლებია.
"აქ უბრალოდ კითხვა გააჩინა იმან, როგორც ეს იყო პრეზენტირებული. აშკარად ჩანდა, რომ იყო არაკეთილსინდისიერი მცდელობა, საზოგადოება შეეყვანათ შეცდომაში. ასე გადაუწყვეტელების მოკლება უბრალოდ გაუმართლებელია კვლევის კეთების დროს. შეიძლება ალოკაცია გააკეთო, ეგ კი არაა პრობლემა. მაგრამ როცა არ აქვეყნებ, რის ალოკაციას აკეთებ და რამდენისას, უბრალოდ ჩანს, რომ არაკეთილსინდისიერი მიზანი გამოძრავებს და გინდა შეცდომაში შეიყვანო მაყურებელი. სხვა ახსნა ამას უბრალოდ არ აქვს", — ამბობს ის.
დღე გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, კითხვაზე — "საპარლამენტო არჩევნები დღეს რომ ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას", გამოკითხულთა 52% ქართულ ოცნებას ასახელებს, 19% — ერთიან ნაციონალურ მოძრაობას, 8% კი ევროპულ საქართველოს. ხმათა 5-5% აქვს პატრიოტთა ალიანსსა და ლელოს, ხოლო 4% — ახალ საქართველოს. ასევე, გამოკითხული მოსახლეობის 7% ასახელებს, რომ ხმას სხვა რომელიმე პარტიას მისცემდა.
რუსთავის 2-ის დაკვეთით, კვლევა ბრიტანულმა კომპანიამ Survation-მა 15 ივლისიდან 24 ივლისის ჩათვლით ჩაატარა. თბილისსა და რეგიონებში, საარჩევნო ასაკის მქონე 1 200 რესპონდენტი პირისპირი ინტერვიუების გზით გამოიკითხა. საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 3%-ია.
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვანიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
-
-
-
გადახედვადაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე
-
კომენტარები