ვიქტორია და დევიდ ბექჰემებმა ლოს ანჯელესში ყველაზე ძვირადღირებული სახლის შეძენა გადაწყვიტეს, რომლის ფასი $202 მილიონია.

ფოტო: hiltonhyland.com

სახლში სულ 123 ოთახია, აქედან 14 საძინებელი და 27 სააბაზანო.

სახლის ტერიტორიაზე არის რამდენიმე აუზი, სავარჯიშო დარბაზები, სპეციალური პოდიუმი და საცეკვაო ოთახიც კი. ეზოში ახალ მეპატრონეებს დახვდებათ ავტოსადგომი, რომელიც 100 ავტომობილზეა გათვლილი, ასევე ბოულინგის დარბაზი და დიდი საოჯახო კინოთეატრი.

ვიქტორია და დევიდი 1999 წელს დაქორწინდნენ. ისინი უკვე ფლობენ უძრავ ქონებას ლონდონში, ნიუ-იორკსა და პარიზში.