ტაივანი ჩინეთის წვრთნების პარალელურად თავდაცვის ბიუჯეტს ზრდის
Reuters-ის ინფორმაციით, ტაივანი მომავალი წლის თავდაცვის ხარჯებს 1,4 მილიარდი დოლარით გაზრდის. ამის მიზეზი ჩინეთის მიერ კუნძულის მახლობლად საბრძოლო წვრთნების ჩატარების შესახებ გამოქვეყნებული ინფორმაციაა.
ტაივანის მაღალჩინოსნების განცხადებით, ორშაბათს ჩინელმა მებრძოლებმა გადალახეს ტაივანის სრუტის შუალედური ხაზი, იმავე დღეს კი აშშ-ს ჯანდაცვის მინისტრი ალექს აზარი ტაიპში პრეზიდენტ ცაი ინგ-ვენს შეხვდა. ჩინეთმა აზარის ქმედება მაშინვე დაგმო.
ცაის კაბინეტის წევრები შემდეგი წლის დასაწყისში სამხედრო საქმეებში 453,4 მილიარდ აშშ დოლარის ოდენობის თანხის დახარჯვას გეგმავს, რაც ამ წლის ბიუჯეტის 10,2%-ით გაზრდას გულისხმობს.
"თავდაცვის ბიუჯეტის უწყვეტი ზრდა სხვადასხვა სამხედრო-სამშენებლო და ომის მომზადების სხვადასხვა დავალებების შესრულების იმპლემენტაციას შეუწყობს ხელს, გააადვილებს ეროვნული უსაფრთხოების და რეგიონალური მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფას", — აცხადებს ტაივანის თავდაცვის სამინისტრო.
Reuters-ის ინფორმაციით, ბიუჯეტის გამოცხადებიდან დაახლოებით სამი საათის შემდეგ, ჩინეთის სახალხო განმათავისუფლებელი არმიის აღმოსავლეთ სარდლობამ განაცხადა, რომ მისმა ძალებმა ბოლო დღეებში ჩაატარეს საბრძოლო წვრთნები ტაივანის სრუტეში და კუნძულის ჩრდილოეთ და სამხრეთ ნაწილებში.
"ბოლო დროს, ჩინეთმა განაგრძო ნეგატიური ნაბიჯების განხორციელება ტაივანთან დაკავშირებულ საკითხებზე, სერიოზული არასწორი სიგნალები გაგზავნა "ტაივანის დამოუკიდებლობის" ძალებზე და სერიოზულად ემუქრება ტაივანის სრუტის მშვიდობასა და სტაბილურობა", — აცხადებენ ტაივანის თავდაცვის სამინისტროში.
ცაი ამბობს იმასაც, რომ დაძაბულობის შექმნის საფრთხე არ არსებობს და შეიარაღებული ძალების მოდერნიზაცია და თავდაცვის ხარჯების ზრდა პრიორიტეტს წარმოადგენს.
ამერიკის შეერთებული შტატები ტაივანის ოფიციალური მხარდამჭერია. გასულ წელს აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა ტაივანს 10 მილიარდი დოლარის ღირებულების იარაღი მიყიდა.
ჩინეთის სამოქალაქო ომის მეორე, მსოფლიო ომის შემდგომ ფაზაში კომუნისტურმა ძალებმა დაამარცხეს გომინდანის მთავრობა. ჩან-კაიშის მეთაურებით მთავრობა კუნძულ ტაივანზე გადავიდა. ამის შემდეგ, აშშ-მა ტაივანის სრუტეში მის დასაცავად ფლოტი შეიყვანა, ოღონდ იმ პირობით, თუ კონტინენტურ ჩინეთზე თავდასხმას არ ეცდებოდა. აშშ გომინდანის მთავრობას აღიარებდა ლეგიტიმურ მთავრობად და "ლეგიტიმურ ჩინურ მთავრობად" უშიშროების საბჭოშიც ჩინეთს ტაივანის წარმომადგენელი წარმოადგენდა. ნიქსონის პოლიტიკის შედეგად კი, აშშ-მა გადაცვალა აღიარება და ძედუნის მთავრობა აღიარა ჩინეთად. ტაივანი თავს ჩინეთის რესპუბლიკას უწოდებს, ხოლო ჩინეთს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა ეწოდება.
მიუხედავად იმისა, რომ აშშ ტაივანს ოფიციალურად არ აღიარებს, მის ყველაზე ძლიერ მხარდამჭერად ითვლება.
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
-
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
-
გადახედვანახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა ნახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა
-
გადახედვადააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს დააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს
-
კომენტარები