პატრიოტთა ალიანსის სასარგებლოდ მოქმედი ანგარიშები Facebook-ზე გააქტიურდნენ — ISFED
სამართლიანი არჩევნების ინფორმაციით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად, ფეისბუქზე კიდევ ერთი პარტიის — პატრიოტთა ალიანსის სასარგებლოდ მოქმედი მასშტაბური კამპანიაც შეინიშნება.
"საგულისხმოა, რომ მოცემული ქსელი პატრიოტთა ალიანსის სასარგებლოდ პოზიტიურ კამპანიასთან ერთად, მიმართულია მკვეთრად ნეგატიური, დისკრედიტაციული აქტივობისკენ როგორც მმართველი პარტიის, ისე, განსაკუთრებით, სხვა ოპოზიციური პარტიების წინააღმდეგაც", — წერს სამართლიანი არჩევნები.
ორგანიზაცია ISFED-ის განცხადებით, პატრიოტთა ალიანსის სასარგებლოდ საინფორმაციო კამპანიას გაერთიანების ერთ-ერთი ლიდერის, ირმა ინაშვილის მიერ დაფუძნებული ტელეკომპანია ობიექტივის სოციალური მედიის გვერდის გარდა, ონლაინ გამოცემა tinp.ge და მასთან დაკავშირებული ჯგუფებიც ეწევიან.
პარტიასთან ასევე დაკავშირებულია 10 დისკრედიტაციული გვერდიც, რომელთაც ანტიდასავლური და პრორუსული განწყობებით ცნობილი აქტივისტი — ბაკურ სვანიძე მართავს.
სამართლიანი არჩევნების მიერ სოციალური მედიის ანალიზის პროგრამა CrowdTangle-ით გაანალიზებული მონაცემების მიხედვით, ბაკურ სვანიძის მიერ მართული დისკრედიტაციული გვერდების პოსტების ინტერაქცია, შექმნის დღიდან 2020 წლის 10 აგვისტომდე, 600 ათასამდე აღწევს, ხოლო ვიდეოების ნახვების რაოდენობა 11 მილიონს აჭარბებს.
მედიის განვითარების ფონდის მითების დეტექტორის ლაბორატორიამ 2020 წლის მარტში პრორუსულ გამოცემა საქართველო და მსოფლიოს ავტორ ბაკურ სვანიძესთან დაკავშირებული 8 გვერდი გამოავლინა, მათ შორის გვერდი ბაკურ სვანიძის fb-tv.
"აღნიშნული გვერდები ოპოზიციონერი პოლიტიკოსების (გარდა პატრიოტთა ალიანსის წევრებისა), ჯორჯ სოროსის, ევროპული საქართველოს, ნაციონალური მოძრაობის, ქართული ოცნების მადისკრედიტირებელი, პატრიოტთა ალიანსის მხარდამჭერი და სხვა სახის შინაარსის გამომხატველი სახელწოდებებით ხასიათდებიან. მოცემული გვერდების შექმნის პროცესი მიმდინარე წლის 30 იანვარს დაიწყო, ბოლო ახალი გვერდი 13 მარტს შეიქმნა. მოცემულ გვერდებს 5-8 ადმინისტრატორი მართავს, რაც იმას ნიშნავს, რომ ბაკურ სვანიძესთან ერთად, აღნიშნული გვერდები ორგანიზებულად იმართება. ადმინისტრატორთა მსგავსი რაოდენობა კი შესაძლოა, მიუთითებდეს, რომ მათ ერთი და იგივე პროფილები მართავენ", — ნათქვამია ISFED-ის განცხადებაში.
სვანიძის გვერდების ქსელი აქტიურ მადისკრედიტირებელ კამპანიას ეწევა, როგორც მმართველი, ისე ოპოზიციური პარტიების წინააღმდეგ, თუმცა აღინიშნება განსაკუთრებული აქტიურობა ოპოზიციისა და მათ მიერ მართული კრიტიკული მედიის მიმართ.
ISFED-ის განცხადებით, ამ გვერდებს შორის, პატრიოტთა ალიანსის სასარგებლოდ ღიად გამოხატული მხარდამჭერი კამპანია ყველაზე ხშირად წარიმართება გვერდზე "ნამდვილი ოპოზიცია"
ჯამში, შექმნიდან მიმდინარე წლის აგვისტომდე ბაკურ სვანიძის 10 გვერდზე სულ 3 472 პოსტი გამოქვეყნდა. მათ 588 097 რეაქცია, კომენტარი და გაზიარება მოჰყვა. გამოქვეყნებულმა 1 319-მა ვიდეომ უშუალოდ გვერდზე 4 405 601 ნახვა მოაგროვა, გაზიარებების მეშვეობით კი მათ დამატებით 6 480 685 ნახვას მიაღწიეს.
"გვერდების პოსტების გაზიარების დროზე დაკვირვებით ცხადი ხდება, რომ ბაკურ სვანიძის ფეისბუქ გვერდების გამზიარებლები ორგანიზებულად, მონაცვლეობით მუშაობენ. აღნიშნული პროფილები პოსტებს ერთმანეთის მონაცვლეობით, სხვადასხვა დროს აზიარებენ, რაც მათი მხრიდან გარკვეული გრაფიკით მუშაობის შთაბეჭდილებას ტოვებს", — ვკითხულობთ ISFED-ის ანგარიშში.
პატრიოტთა ალიანსის პარტიული სააგენტო იუთუბ არხითაც სარგებლობს, რომელიც გასული წლის 21 ივლისს შეიქმნა. აღნიშნულ არხზე პატრიოტთა ალიანსის გენერალური მდივნის, ირმა ინაშვილის საპარლამენტო სესიაზე სიტყვით გამოსვლის ვიდეოა ატვირთული, რაც ასეა დასათაურებული: "ირმა ინაშვილი თავდასხმაზე გადადის. პატრიოტების მძიმე არტილერია ქვეყნის მტრების წინააღმდეგ".
მოცემული სააგენტოს კონტენტის გავრცელების მიზნით ფეისბუქზე მოქმედებს შესაბამისი სახელწოდების ჯგუფებიც: "Today in politics - დღეს პოლიტიკაში" და "დღეს პოლიტიკაში". ჯგუფებს ადმინისტრირებას სააგენტოს პროდიუსერ ომარ მძევაშვილთან ერთად, მედია-კავშირ ობიექტივის მთავარი პროდიუსერი, ილია ჩაჩიბაიაც უწევს. აღნიშნული პირების ანგარიშები ასევე მართავენ ჯგუფს "ქვეყნის მტრების წინააღმდეგ", რომელიც ძირითადად ერთიანი ნაციონალური მოძრაობის, ევროპული საქართველოსა და არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიების დიდი ნაწილის წინააღმდეგ კამპანიისთვის გამოიყენება.
"მოცემულ ჯგუფში პატრიოტთა ალიანსის მხარდამჭერებთან ერთად, მმართველი პარტიის მხარდამჭერებიც ერთიანდებიან. ჯგუფში ზიარდება როგორც საქართველოს პატრიოტთა ალიანსის, ისე ქართული ოცნების სასარგებლოდ მოქმედი გვერდების პოსტები და შესაბამისად, მოიცავს, როგორც პატრიოტთა ალიანსისა და მისი ლიდერების, ისე მმართველი პარტიისა და მისი თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის, მხარდამჭერ კამპანიასაც", — წერს სამართლიანი არჩევნები.
2020 წლის 31 მარტიდან ამოქმედდა ფეისბუქ გვერდი Akhalkalaki News, რომელიც ობიექტივის სიუჟეტებს იყენებს. მოცემული გვერდი, ძირითადად, საქართველოს პარლამენტში ქართული ოცნებიდან ახალქალაქისა და ნინოწმინდის საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი დეპუტატის, ენზელ მკოიანის წინააღმდეგ კამპანიას ეწევა.
-
გადახედვავაშაძე: ივანიშვილმა და მისმა დაჯგუფებამ გადაწყვიტეს, საკუთარ მოქალაქეებს კონტრაქცია გაუმართოს, რას ითხოვთ, ევროკავშირში არ შევიდეთ? ვაშაძე: ივანიშვილმა და მისმა დაჯგუფებამ გადაწყვიტეს, საკუთარ მოქალაქეებს კონტრაქცია გაუმართოს, რას ითხოვთ, ევროკავშირში არ შევიდეთ?
-
გადახედვა5-თვიანი სიჩუმის შემდეგ Voyager 1-სგან მონაცემები მივიღეთ 5-თვიანი სიჩუმის შემდეგ Voyager 1-სგან მონაცემები მივიღეთ
-
გადახედვადღეს მე ვარ ძლიერი ქალი, რომელიც მომავალს პოზიტიურად უყურებს — სელინ დიონი დღეს მე ვარ ძლიერი ქალი, რომელიც მომავალს პოზიტიურად უყურებს — სელინ დიონი
-
გადახედვაპაპუაშვილი: საქართველოში ევროკავშირის დაფინანსებაც გაუმჭვირვალეა დარწმუნებული ვარ,ბორელს კანონპროექტი წაკითხული არ აქვს პაპუაშვილი: საქართველოში ევროკავშირის დაფინანსებაც გაუმჭვირვალეა დარწმუნებული ვარ,ბორელს კანონპროექტი წაკითხული არ აქვს
-
გადახედვადააპატიმრეს ქალი, რომელმაც ჰარი სტაილსს 8 000 ბარათი გაუგზავნა დააპატიმრეს ქალი, რომელმაც ჰარი სტაილსს 8 000 ბარათი გაუგზავნა
-
-
-
გადახედვა"დადექით საერთო ევროპული მომავლის გვერდით" — დროა/გირჩი - მეტი თავისუფლების მიმართვა საჯარო მოხელეებს "დადექით საერთო ევროპული მომავლის გვერდით" — დროა/გირჩი - მეტი თავისუფლების მიმართვა საჯარო მოხელეებს
-
-
გადახედვაბრიტანულმა კომპანიამ "უჩინმაჩინის ფარის" გაყიდვა დაიწყო ბრიტანულმა კომპანიამ "უჩინმაჩინის ფარის" გაყიდვა დაიწყო
-
გადახედვაNASA-ს ხელმძღვანელის თქმით, ჩინეთი კოსმოსში გასაიდუმლოებულ სამხედრო ექსპერიმენტებს ატარებს NASA-ს ხელმძღვანელის თქმით, ჩინეთი კოსმოსში გასაიდუმლოებულ სამხედრო ექსპერიმენტებს ატარებს
-
გადახედვატეილორ სვიფტის ბრიტანელმა ფანებმა ყალბი ბილეთებით $1 მილიონზე მეტი იზარალეს ტეილორ სვიფტის ბრიტანელმა ფანებმა ყალბი ბილეთებით $1 მილიონზე მეტი იზარალეს
-
გადახედვასაერთაშორისო კოსმოსურ სადგურში ბაქტერიებმა მუტაცია განიცადეს საერთაშორისო კოსმოსურ სადგურში ბაქტერიებმა მუტაცია განიცადეს
-
-
-
გადახედვაკგბ-სა და ეფ-ეს-ბეს მიერ შექმნილი ინსტიტუტი, თბილისში "ტრადიციული ღირებულებების შესახებ" კონფერენციას მართავს — აგენტსტვო კგბ-სა და ეფ-ეს-ბეს მიერ შექმნილი ინსტიტუტი, თბილისში "ტრადიციული ღირებულებების შესახებ" კონფერენციას მართავს — აგენტსტვო
-
გადახედვაროგორია ჰიპოთეზური ნაწილაკი, რომელიც "სინათლის სიჩქარეზე სწრაფად მოძრაობს" — კვლევა როგორია ჰიპოთეზური ნაწილაკი, რომელიც "სინათლის სიჩქარეზე სწრაფად მოძრაობს" — კვლევა
-
გადახედვაჯანდაცვის მინისტრს ახალი მოადგილეები ჰყავს — რა ვიცით მათზე ჯანდაცვის მინისტრს ახალი მოადგილეები ჰყავს — რა ვიცით მათზე
-
-
გადახედვაზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტის საბოლოო პროექტი მომზადდა — რას ითვალისწინებს ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტის საბოლოო პროექტი მომზადდა — რას ითვალისწინებს
-
კომენტარები