ვაკის ამომრჩეველმა ვერ გაიგო, რატომ არ უნდა ჰყავდეს კანდიდატი ლელოს — ხაზარაძე ხოშტარიაზე
ლელოს თავმჯდომარის, მამუკა ხაზარაძის განცხადებით, ამომრჩეველმა დასვა კითხვა, რატომ არ უნდა ჰყავდეს ვაკეში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ლელოს და პარტიამ ეს "ვერ ახსნა". შესაბამისად, ლელომ ამ მაჟორიტარულ ოლქში კონკურენტი დაუყენა ელენე ხოშტარიას, რომელიც ოპოზიციის ერთიანი კანდიდატია და მის მხარდაჭერაზე პარტიები შეთანხმდნენ. ამ მოლაპარაკებებში ლელო ოფიციალურად არ მონაწილეობდა, თუმცა პარტიის ლიდერების განცხადებებში არ გამორიცხავდნენ, რომ კონკრეტულ ოლქებში ოპოზიციას კონკურენტს არ დაუყენებდნენ.
"ვაკის ამომრჩეველმა ძალიან მკაფიოს გვითხრა, რომ ვერ გაიგეს მათ, ლელოს რატომ არ უნდა ჰყავდეს წარმომადგენელი ვაკეში. ჩვენ ვალდებულები ვართ, რომ ეს გავითვალისწინოთ, იმიტომ, რომ სიმართლე გითხრათ, ვეღარც ავხსენით ეს ყველაფერი ჩვენი ამომრჩევლის მიმართ, მით უმეტეს, რომ სხვა ოპოზიციურმა პარტიებმა მოილაპარაკეს. თუ არ მოილაპარაკეს ეს მათი საქმეა", — განაცხადა ლელოს თავმჯდომარემ.
გარდა ამისა, ფორმულას ეთერში ხაზარაძემ ასევე თქვა, რომ ვაკეში მათგან კანდიდატის დაყენება ელენე ხოშტარიასთვისაც კარგია. მან ჯანსაღ კონკურენციაზეც ისაუბრა.
"მე ვფიქრობ, რომ თვითონ ეს ჩვენი გადაწყვეტილება ელენესთვისაც კარგია იმიტომ, რომ ამ შემთხვევაში ოპოზიციის მოწინააღმდეგე არის მმართველი პარტიის კანდიდატი, შესაბამისად, მე დარწმუნებული ვარ, რომ იქ ოპოზიცია მოიგებს და ჯანსაღ კონკურენციაში ჩვენი კანდიდატი მოიგებს, თუ ელენე მოიგებს ამას გამოავლენს ის ამომრჩეველი, რომლიც ამას მისცემს ხმას", — განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები ლელომ 12 აგვისტოს დაასახელა. მათ შორის არიან კანდიდატები თბილისის ყველა ოლქში, ასევე, 18 მაჟორიტარულ ოლქში რეგიონებიდან. ამ დრომდე უცნობია დარჩენილი 5 ოლქის საკითხი. მამუკა ხაზარაძის თქმით, ამ საკითხზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს და დარჩენილ კანდიდატებს ლელო უახლოეს პერიოდში დაასახელებს.
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
-
გადახედვანახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა ნახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა
-
გადახედვადააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს დააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს
-
-
კომენტარები