რაფაელის სახის 3D მოდელის მიხედვით, ის ავტოპორტრეტებში ცხვირს "ისწორებდა"
იტალიელმა მკვლევრებმა რენესანსის ოსტატის, რაფაელის, სახის 3D რეკონსტრუქცია განახორციელეს, რაც, მათი თქმით, ერთხელ და სამუდამოდ ამტკიცებს, რომ მხატვარი რომის პანთეონში იყო დაკრძალული.
თუმცა მკვლევრებმა კიდევ ერთი, უფრო გასაოცარი აღმოჩენაც გააკეთეს — ისინი ფიქრობენ, რომ მხატვარი, რომელიც 1483-1520 წლებში ცხოვრობდა, ავტოპორტრეტების ხატვისას საკუთარ ცხვირს "ასწორებდა" და საკუთარ ვიზუალს უფრო იდეალიზებულად გამოსახავდა.
რომის ტორ-ვერგატას უნივერსიტეტის მკვლევრებმა Vigamus Foundation-ისა და ურბინოს რაფაელის აკადემიის ექსპერტებთან ერთად შექმნეს ოსტატის სახის 3D კომპიუტერული რეკონსტრუქცია, რათა გაეგოთ, რომის პანთეონში ნაპოვნი ნეშტი ნამდვილად მას ეკუთვნოდა თუ არა.
1833 წელს ნარჩენები პანთეონში რაფაელის საფლავიდან ამოიღეს, თუმცა ექსპერტები დაზუსტებით ვერ ამბობდნენ, ნამდვილად მას ეკუთვნოდა თუ არა ისინი — გათხრებისას ასევე იპოვეს რაფაელის მოსწავლეების ნარჩენები, აგრეთვე რამდენიმე დაუსრულებელი ჩონჩხი.
"ნარჩენების იდენტობის ამოუცნობლობა 'ღვთიური ფერმწერის', რომელსაც ჯორჯო ვაზარი 'მოკვდავ ღმერთს' უწოდებდა, არაერთ მოყვარულს აწუხებდა საუკუნეების განმავლობაში", — თქვა რომის ტორ-ვერგატას უნივერსიტეტის მოლეკულური ბიოლოგიის პროფესორმა მატია ფალკონიმ.
საფლავიდან ამოღებული თავის ქალის თაბაშირის სხმულის გამოყენებით მეცნიერებმა 3D რენდერი შექმნეს და ეს რეკონსტრუქცია მხატვრის ავტოპორტრეტებსა და სხვების დახატულ პორტრეტებს შეადარეს.
ამის შედეგად, მკვლევრები ვარაუდობენ, რომ 1833 წელს ამოღებული ჩონჩხი ნამდვილად იტალიელ ოსტატს ეკუთვნოდა, რამაც გარდაცვლილი მხატვრის ცხვირის საიდუმლოც გამოააშკარავა.
"ცხვირი, რომელიც სახის რეკონსტრუქციით მივიღეთ, აშკარად უფრო რელიეფურია, ვიდრე რაფაელის ავტოპორტრეტებში დახატული. შესაბამისად, გვგონია, რომ რაფაელი თავის პორტრეტებში საკუთარ თავს ალამაზებდა", — უთხრა ფალკონიმ CNN-ს.
"თავის მხატვრულ ხედვაში, თავის ნახატებში, რაფაელი ადამიანთა მშვენიერებას გამოსახავდა. ამის ნათელი მაგალითია [რაფაელის] პორტრეტი რომის პაპ ლეო X-ისა, რომელიც ნამდვილად არ იყო ფიზიკურად მოხდენილი. რაფაელი სილამაზის 'ამოკრებას' ახერხებს", — დაამატა მან.
"ეს კვლევა პირველად გვაწვდის იმის მტკიცებულებას, რომ რომის პანთეონში 1833 წელს ამოღებული ჩონჩხი ნამდვილად რაფაელს ეკუთვნის, და ის გზას უხსნის ჩონჩხის ნარჩენებზე შესაძლო სამომავლო მოლეკულურ კვლევებს, რომელთა მიზანიც ამ იდენტობის გამყარება და დნმ-თან დაკავშირებული ზოგიერთი ასპექტის დადგენა იქნება: ფენოტიპური ელემენტები (თვალის, თმისა და კანის ფერი), გეოგრაფიული წარმომავლობა და რაიმე ისეთი გენეტიკური მარკერების თანაობა, რომლებიც დაავადებებისადმი მიდრეკილებას აჩვენებს", — თქვა ტორ-ვერგატას უნივერსიტეტის მოლეკულური ანთროპოლოგიის პროფესორმა ოლგა რიკარდსმა.
"სხმულზე კბილების სრული ნაკრებიც ვიპოვეთ და გასაოცარია, თუ რამდენად იდეალურად ხელუხლებელია ისინი, რაც ძალიან იშვიათია მე-16 საუკუნის 37 წლის კაცისთვის. ეს ნიშნავს, რომ რაფაელი თავს კარგად უვლიდა, მათ შორის ჰიგიენისა და კვების თვალსაზრისით", — ამბობს ფალკონი.
-
გადახედვაბასიანი: კანონი სრულად ზღუდავს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას, აწესებს ცენზურას ფაქტობრივად ყველა სფეროზე ბასიანი: კანონი სრულად ზღუდავს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას, აწესებს ცენზურას ფაქტობრივად ყველა სფეროზე
-
-
გადახედვასაქართველოს 10 საუკეთესო გამოსვლა ევროვიზიაზე საქართველოს 10 საუკეთესო გამოსვლა ევროვიზიაზე
-
გადახედვამასშტაბური კვლევის თანახმად, ვიაგრა ალცჰაიმერის განვითარების რისკებს 50%-ით ამცირებს მასშტაბური კვლევის თანახმად, ვიაგრა ალცჰაიმერის განვითარების რისკებს 50%-ით ამცირებს
-
გადახედვაახალი რობოტი ადამიანის სახის გამომეტყველებას იმეორებს ახალი რობოტი ადამიანის სახის გამომეტყველებას იმეორებს
-
-
გადახედვამედიაკოალიცია სამართალდამცავ უწყებებს მოუწოდებს, ჟურნალისტ ნატო გოგელიას სახლში შეღწევისა და ქონების დაზიანების ფაქტი დროულად გამოიძიონ მედიაკოალიცია სამართალდამცავ უწყებებს მოუწოდებს, ჟურნალისტ ნატო გოგელიას სახლში შეღწევისა და ქონების დაზიანების ფაქტი დროულად გამოიძიონ
-
გადახედვავინ იქნება Neuralink-ის შემდეგი პაციენტი — რა ვიცით ვინ იქნება Neuralink-ის შემდეგი პაციენტი — რა ვიცით
-
გადახედვა340 000 ლარზე მეტი ოდენობის თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, ორ პირს ბრალდება წარედგინა 340 000 ლარზე მეტი ოდენობის თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, ორ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვაბელას ადგილას, ედვარდს დავშორდებოდი — კრისტენ სტიუარტი ბელას ადგილას, ედვარდს დავშორდებოდი — კრისტენ სტიუარტი
-
გადახედვამამუკა ხაზარაძე: რეალურად, ვდგავართ ძალიან დიდ გზაჯვარედინზე — ან ევროპა ან რუსეთი მამუკა ხაზარაძე: რეალურად, ვდგავართ ძალიან დიდ გზაჯვარედინზე — ან ევროპა ან რუსეთი
-
-
გადახედვაფრინველის გრიპი ძროხებში ვრცელდება — რა უნდა ვიცოდეთ ფრინველის გრიპი ძროხებში ვრცელდება — რა უნდა ვიცოდეთ
-
-
გადახედვაახალი სურათი ჩვენი გალაქტიკის შავი ხვრელის მაგნიტური ველის სტრუქტურას გვიჩვენებს ახალი სურათი ჩვენი გალაქტიკის შავი ხვრელის მაგნიტური ველის სტრუქტურას გვიჩვენებს
-
გადახედვა2023 წელს შემცირდა ქორწინების, განქორწინების და შობადობის მაჩვენებელი — საქსტატი დემოგრაფიულ მაჩვენებლებს აქვეყნებს 2023 წელს შემცირდა ქორწინების, განქორწინების და შობადობის მაჩვენებელი — საქსტატი დემოგრაფიულ მაჩვენებლებს აქვეყნებს
-
გადახედვაკვლევის მიხედვით, თაობიდან თაობამდე ტვინების ზომა იზრდება — რას შეიძლება ნიშნავდეს ეს კვლევის მიხედვით, თაობიდან თაობამდე ტვინების ზომა იზრდება — რას შეიძლება ნიშნავდეს ეს
-
გადახედვაბაკურიანში, თოვლის მასაში ერთი ადამიანია მოყოლილი — ადგილზე მუშაობენ მაშველები ბაკურიანში, თოვლის მასაში ერთი ადამიანია მოყოლილი — ადგილზე მუშაობენ მაშველები
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისის საქმეზე დასკვნითი სხდომა კვლავ გადაიდო ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე დასკვნითი სხდომა კვლავ გადაიდო
-
გადახედვა2026 წელს ასტრონავტები მთვარეზე მცენარეებსაც წაიღებენ 2026 წელს ასტრონავტები მთვარეზე მცენარეებსაც წაიღებენ
-
გადახედვააზერბაიჯანი ევროკავშირისა და აშშ-ის სომხეთთან დაგეგმილი შეხვედრის გამო აღშფოთებულია აზერბაიჯანი ევროკავშირისა და აშშ-ის სომხეთთან დაგეგმილი შეხვედრის გამო აღშფოთებულია
კომენტარები