დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05
მთავრობის ცხელი ხაზი 144

მესტიაში ჩატარებული 600 ტესტიდან, მხოლოდ ერთი აღმოჩნდა დადებითი. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი, ამირან გამყრელიძე საუბრობს და აცხადებს, რომ ეს შედეგი საიმედო პროგნოზის მომცემია.

გამყრელიძემ, ასევე, აღნიშნა, რომ მუნიციპალიტეტში ეპიდსიტუაცია სრულად მართვადია და კონტროლს ექვემდებარება.

"ჯერჯერობით ინფექცია არ არის გავრცელებული მუნიციპალიტეტში და ამიტომ საჭირო იყო სწორედ ამ მკაცრი ზომების გატარება", — აღნიშნა გამყრელიძემ პირველ არხთან საუბრისას.

მისივე თქმით, მესტიის საავადმყოფოში, ე.წ სწრაფი PCR აპარატები დაამონტაჟეს, რომელიც ყოველ 45 წუთში 4 ნიმუშის ტესტირების შესაძლებლობას იძლევა.

კორონავირუსის ახალი დადასტურებული შემთხვევების გამო, მესტიაში შესვლა და გამოსვლა შეზღუდულია. თავდაპირველად, Covid-19 ერთი ოჯახის 17 წევრს დაუფიქსირდა, რის შედეგადაც მესტია ჩაკეტეს.

ჯამში, ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა 1 278-მდე გაიზარდა, მათ შორის, გამოჯანმრთელებულია 1058 ადამიანი, გარდაცვლილი — 17. კარანტინის რეჟიმში 7 718 პირი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 245 პაციენტია.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: