პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, მამუკა მდინარაძე საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებულ კვლევის შედეგებს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ "კვლევითი ორგანიზაციები, რომლებიც IRI-ის კონტრაქტორები არიან და რომელთა ვინაობაც არ არის ცნობილი, ყალბ მონაცემებს დებენ". ამიტომ, მისი თქმით, მნიშვნელოვანია იცოდნენ ვინ ჩაატარა საველე სამუშაოები.

"თუ ეს არის, მაგალითად IPM, რომელიც გულშემატკივრობს ხოლმე, მაგალითად, ევროპულ საქართველოს, მაშინ გასაგები იქნება ყველაფერი, რატომაც არის მსგავსი მონაცემები", — აცხადებს მდინარაძე.

მდინარაძის განცხადებითვე, აღნიშნულ კვლევაში, შედეგების მიუხედავადაც კი ჩანს ტენდენცია, რომ ქართული ოცნების მიმართ მხარდაჭერა გაზრდილია.