საქართველოს მოქალაქე მიიჩნევს, რომ საზღვრიდან კარანტინში გადაყვანის წესი დისკრიმინაციულია და ასაჩივრებს
საქართველოს მოქალაქე, თორნიკე კუბლაშვილი ითხოვს დისკრიმინაციულად ცნონ კარანტინში მოთავსების წესი, რომელიც საზღვრის კვეთის შემთხვევაში კარანტინს მხოლოდ საქართველოს მოქალაქეს ავალდებულებს.
მის ინტერესებს სასამართლოში საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იცავს. ადვოკატი, ლაშა ბექიშვილი On.ge-სთან განმარტავს, რომ დავა მიმდინარეობს მოქალაქეობის ნიშნით დისკრიმინაციაზე და იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო სარჩელს დააკმაყოფილებს, საქართველოს ყველა მოქალაქე შეძლებს ქვეყანაში კარანტინის გარეშე შემოსვლას.
"ამ ეტაპზე გასაჩივრებული გვაქვს მთავრობის დადგენილებები, რომლის მიხედვითაც, რამდენიმე ქვეყნის მოქალაქე, მაგალითად გერმანიის მოქალაქეები და გერმანიაში მუდმივად მცხოვრები პირები საქართველოში შემოსვლისას არ ექვემდებარებიან იზოლაციას ან კარანტინს, ხოლო საქართველოს მოქალაქე, ნებისმიერ შემთხვევაში, თუნდაც, წლების განმავლობაში ცხოვრობდნენ გერმანიაში, თუნდაც არ უფიქსირდებოდეს მოგზაურობის ისტორია, საქართველოში შემოსვლისას ავტომატურად ხვდება კარანტინში. ჩვენ სწორედ ეს რეგულაცია გვაქვს გასაჩივრებული და ვითხოვთ, რომ მსგავსად გერმანიის მოქალაქეებისა, საქართველოს მოქალაქეებს, ქვეყანაში შემოსვლისას, არ მოუწიოთ იზოლაციაში და კარანტინში გადაყვანა", — ამბობს ბექიშვილი.
ის აღნიშნავს, რომ თუ საქართველოში შემოდის გერმანიის მოქალაქე, მას საზღვარზე უტარდება თერმოსკრინინგი და 37º-ზე მეტი ტემპერატურის შემთხვევაში, უტარდება PCR ტესტი. შესაბამისი პროცედურები მის მიმართ მხოლოდ მას შემდეგ იწყება, როცა Covid-19 დაუდასრურდება. საქართველოს მოქალაქეებს კი პირდაპირ კარანტინში უშვებენ.
On.ge მოსარჩელე თორნიკე კუბლაშვილსაც დაუკავშირდა. ის აცხადებს, რომ საქართველოში ჩამოსვლა პირადი მიზეზების გამო სურს, თუმცა კარანტინის ხანგრძლივობიდან გამომდინარე ამას ვერ ახერხებს.
"მინდა საქართველოში ჩამოსვლა უკვე 2 თვეა, პირადი მიზეზებით. თუმცა იმის გამო, რომ კარანტინში უნდა წავიდე 14 დღე, ვერ მოვდივარ. ვმუშაობ აქ, როგორც არქიტექტორი და რეალურად, იმდენ დროს ვერ ავიღებ შვებულების სახით, რომ აზრი ჰქონდეს ჩამოსვლას. თუკი 14 დღე კარანტინში ვიქნები, 20 დღიდან მხოლოდ 4 დღე მექნება საქმეების მოსაგვარებლად", — განაცხადა კუბლაშვილმა On.ge-სთან საუბრისას.
-
გადახედვავდებთ პირობას, კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბების შემდეგ, მოქალაქეებს არ ექნებათ შეხება ნიღბიან სპეცრაზმელებთან — ოპოზიციური პარტიების განცხადება ვდებთ პირობას, კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბების შემდეგ, მოქალაქეებს არ ექნებათ შეხება ნიღბიან სპეცრაზმელებთან — ოპოზიციური პარტიების განცხადება
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება ამ შაბათ-კვირას როგორი ამინდი იქნება ამ შაბათ-კვირას
-
გადახედვაGPBA: კონსოლიდაცია რუსეთის დამპყრობლურ პოლიტიკასთან ბრძოლის აუცილებელი პირობაა GPBA: კონსოლიდაცია რუსეთის დამპყრობლურ პოლიტიკასთან ბრძოლის აუცილებელი პირობაა
-
გადახედვასააკაშვილი ენმ-ს პარტიის ბორდის შექმნას და თავმჯდომარედ მისი კანდიდატურის განხილვას სთხოვს სააკაშვილი ენმ-ს პარტიის ბორდის შექმნას და თავმჯდომარედ მისი კანდიდატურის განხილვას სთხოვს
-
გადახედვაშესაძლოა, არამიწიერი სიცოცხლე იისფერი ბაქტერიების სახით არსებობდეს შესაძლოა, არამიწიერი სიცოცხლე იისფერი ბაქტერიების სახით არსებობდეს
-
გადახედვაოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარის, დავით დარჩიას შვილი: არა რუსულ კანონს! ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარის, დავით დარჩიას შვილი: არა რუსულ კანონს!
-
გადახედვაკვლევის თანახმად, მელიები ადამიანების "საუკეთესო მეგობრები" იყვნენ კვლევის თანახმად, მელიები ადამიანების "საუკეთესო მეგობრები" იყვნენ
-
გადახედვალავროვი ოცნების რუსულ კანონზე ამბობს, რომ "ძალიან რბილია" ლავროვი ოცნების რუსულ კანონზე ამბობს, რომ "ძალიან რბილია"
-
გადახედვადეა მელაძე: არა რუსულ კანონს! გელით რუსთაველზე დეა მელაძე: არა რუსულ კანონს! გელით რუსთაველზე
-
გადახედვავახტანგ გომელაური: აქციის მონაწილეები სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ პოლიციას, ამის შემდეგ მოხდა დაპირისპირება ვახტანგ გომელაური: აქციის მონაწილეები სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ პოლიციას, ამის შემდეგ მოხდა დაპირისპირება
-
გადახედვახაბეიშვილი: ელისაშვილის ცემა იყო მიზანმიმართული, საზოგადოებას უთხრეს — თუ პარლამენტარს ასე ვექცევით, თქვენ უარესად მოგექცევით ხაბეიშვილი: ელისაშვილის ცემა იყო მიზანმიმართული, საზოგადოებას უთხრეს — თუ პარლამენტარს ასე ვექცევით, თქვენ უარესად მოგექცევით
-
გადახედვარა ეწერა რუსთავი 2-ის საინფორმაციოს უფროსის Whatsapp სტატუსში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა და მალევე წაიშალა რა ეწერა რუსთავი 2-ის საინფორმაციოს უფროსის Whatsapp სტატუსში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა და მალევე წაიშალა
-
გადახედვაოცნების დეპუტატის, გია ცაგარეიშვილის შვილი: მედვედევს რაც მოსწონს, დუგინს რაც მოსწონს — ჩვენ ავტომატურად არ მოგვწონს, 2x2 ოცნების დეპუტატის, გია ცაგარეიშვილის შვილი: მედვედევს რაც მოსწონს, დუგინს რაც მოსწონს — ჩვენ ავტომატურად არ მოგვწონს, 2x2
-
გადახედვაახალგაზრდების ორგანიზებით, პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღეს 19 საათზე იგეგმება ახალგაზრდების ორგანიზებით, პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღეს 19 საათზე იგეგმება
-
-
გადახედვატაბიძეზე მომხდარი დაჭრის ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარუდგინეს ტაბიძეზე მომხდარი დაჭრის ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარუდგინეს
-
გადახედვარატომ გაუჩინარდნენ ევროპის მონადირე-შემგროვებლები რატომ გაუჩინარდნენ ევროპის მონადირე-შემგროვებლები
-
გადახედვაოცნება ოფშორებთან დაკავშირებულ კანონს ივანიშვილს არგებს, იზრდება კრიმინალური და რუსული კაპიტალის შემოდინების რისკიც — TI ოცნება ოფშორებთან დაკავშირებულ კანონს ივანიშვილს არგებს, იზრდება კრიმინალური და რუსული კაპიტალის შემოდინების რისკიც — TI
-
გადახედვასადგური, რომელსაც ჩინეთის მთავრობა აშენებს, ინტერნეტმა ჰიგიენურ საფენს მიამსგავსა სადგური, რომელსაც ჩინეთის მთავრობა აშენებს, ინტერნეტმა ჰიგიენურ საფენს მიამსგავსა
-
გადახედვაპარლამენტში გომელაურის მოსმენისას ხმაური იყო — პაპუაშვილმა სალომე სამადაშვილს დარბაზი დაატოვებინა პარლამენტში გომელაურის მოსმენისას ხმაური იყო — პაპუაშვილმა სალომე სამადაშვილს დარბაზი დაატოვებინა
-
გადახედვამოუსმინეთ: ტეილორ სვიფტმა ახალი "ორმაგი" ალბომი გამოუშვა 31 სიმღერით მოუსმინეთ: ტეილორ სვიფტმა ახალი "ორმაგი" ალბომი გამოუშვა 31 სიმღერით
კომენტარები