საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) ახალი კვლევის თანახმად, საქართველოს გამოკითხული მოსახლეობის უმრავლესობისთვის მთავარ პრობლემად ისევ უმუშევრობა რჩება. კითხვაზე — "რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა, რომლის წინაშეც დღეს შენი ქვეყანა დგას", გამოკითხულთა 46% პასუხობს, რომ ეს პრობლემა ეკონომიკას უკავშირდება და უმუშევრობას ასახელებს. გამოკითხულთა 17%-ის აზრით, ეს არის ცხოვრების ღირებულება და მაღალი ფასები. გამოკითხულთა 10%-ისთვის ეს არის სიღარიბე, 6%-სთის ეკონომიკა ზოგადად, ხოლო 4%-ისთვის კორონავირუსის პანდემია.

საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა (IRI) კვლევები 2020 წლის 4 ივნისისა და 2 ივლისის პერიოდში ჩაატარა. საქართველოს მასშტაბით, შემთხვევითი შერჩევის შედეგად, პირისპირ ინტერვიუს სახით გამოკითხულია 18 წლის და მეტი ასაკის, 1 500 რესპონდენტი. საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 2,5%-ია.