ლელო საქართველოსთვის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენას იწყებს
ლელოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენა 18:00 საათზე, მცხეთაში, არსუკიძის ქუჩაზე მდებარე მოედანზე გაიმართება.
კანდიდატების წარდგენის ღონისძიებას პარტიის ლიდერების და წევრების გარდა, საერთაშორისო ორგანიზაციების და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებიც ესწრებიან.
კანდიდატების წარდგენის ღონისძიების შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ანა ნაცვლიშვილმა ისაუბრა და აღნიშნა, რომ დღევანდელი დღე პარტიისთვის მნიშვნელოვანია.
"ჩვენთვის ეს არის მნიშვნელოვანი ღონისძიება, გზავნილი საზოგადოებისთვის, რომ ლელო მოდის ძალიან კონკრეტული ხედვებით, ახალი ენერგიით, ახალი სახეებით და ადამიანებით, რომლებიც პოლიტიკაში მოდიან სუფთა, მაგრამ არა ცარიელი ხელებით. ეს არის მშრომელი და წარმატებული ადამიანების ბიოგრაფიები და ერთი იდეაა, რომ დროა, საქართველო გახდეს გამარჯვებული ქვეყანა, ჩვენ შეგვარჩვიეს დამარცხებას და უკან დახევას. ეს უნდა დასრულდეს და დაიწყოს გამარჯვების ახალი ეპოქა საქართველოსთვის და ამაში "ლელო" ძალიან სერიოზულ წვლილს შეიტანს", — განაცხადა ნაცვლიშვილმა.
ლელოს მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენაზე ისაუბრა ლელოს ერთ-ერთმა ლიდერმა გრიგოლ გეგელიამაც. მისი თქმით, ლელო საკუთარი ქვეყნისთვის ძლიერ და პრინციპულ გუნდს ქმნის.
"განწყობა სრულიად შესანიშნავია, დღეს ჩვენ წარვადგენთ ძალიან ძლიერ, ძალიან პრინციპულ გუნდს, რომელიც იბრძოლებს აბსოლუტურად შეუპოვრად იმისათვის, რომ ქართული პოლიტიკა განახლდეს და ვაპირებთ, რომ მოვიგოთ აბსოლუტურად ყველა ოლქი", — განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
-
გადახედვანახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა ნახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა
-
გადახედვადააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს დააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს
-
კომენტარები