საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) ახალი კვლევის თანახმად, საქართველოს გამოკითხული მოსახლეობის 79% კორონავირუსის წინააღმდეგ მთავრობის მუშაობით კმაყოფილია. მათგან, 41% — ძალიან, 38% — ნაწილობრივ. რაც შეეხება უკმაყოფილებას, 13% ამბობს, რომ ნაწილობრივ უკმაყოფილია.

ასევე, კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 58% კმაყოფილია პანდემიის პერიოდში მთავრობის მიერ შემუშავებული პროგრამებითაც. მათგან, 21% ძალინ კმაყოფილი, ხოლო 37% - ნაწილობრივ.

გამოკითხული მოსახლეობის 94% თანხმდება, რომ COVID-19-ის წინააღმდეგ ეფექტურად იმუშავა დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა. 91%-ის აზრით, ეფექტურად მუშაობდა ჯანდაცვის სამინისტროც, 81% აზრით კი — პრემიერმინისტრის აპარატიც.

საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა (IRI) კვლევები 2020 წლის 4 ივნისისა და 2 ივლისის პერიოდში ჩაატარა. საქართველოს მასშტაბით, შემთხვევითი შერჩევის შედეგად, პირისპირ ინტერვიუს სახით გამოკითხულია 18 წლის და მეტი ასაკის, 1 500 რესპონდენტი. საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 2,5%-ია.