გორში 17 წლის გოგო "ოჯახის შექმნის მიზნით" გაიტაცეს. On.ge-ს ეს ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შემთხვევა 11 აგვისტოს მოხდა.

გატაცებულის უფლებებს ორგანიზაცია საფარი იცავს. როგორც ადვოკატი, თამარ ლუკავა On.ge-ს ეუბნება, გატაცებულმა გოგომ დღეს ოჯახს დაურეკა და უთხრა, რომ ხვალ სახლში დააბრუნებენ. ლუკავა ვარაუდობს, რომ მას დაარეკინეს. ის შსს-სგან ითხოვს, ზარის მიხედვით, ანძის გამოყენებით დაადგინოს გატაცებული გოგოს ადგილმდებარეობა.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის "დ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ითვალისწინებს დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან ათ წლამდე.