თუ ბათუმში ხართ, ან მალე მიემგზავრებით, შეგიძლიათ შეუკვეთოთ Wolt ბათუმში, გადაიხადოთ Mastercard-ით, დაიბრუნოთ მიტანის საფასური და ისიამოვნოთ დასვენებით.

ბათუმში Mastercard-ისა და Wolt-ის ახალი საზაფხულო კამპანია 3 აგვისტოს დაიწყო. მთელი აგვისტოს განმავლობაში Wolt-ისა და Mastercard-ის მომხმარებლებისთვის საკვების მიტანა უფასო იქნება.

Wolt და Mastercard თავის მომხმარებელს ხშირად სთავაზობს საინტერესო აქციებს და სხვადასხვა აქტივობებს. ბათუმის საზაფხულო აქცია Mastercard-ის კამპანია "სალამი ზაფხულს" ფარგლებში ხორციელდება, რომელიც 2020 ზაფხულის ტურისტული სეზონისთვის შიდა ტურიზმის ხელშეწყობას ისახავას მიზნად.

მასტერქარდი ტექნოლოგიური კომპანიაა გადახდების გლობალურ ინდუსტრიაში. ის მართავს მსოფლიოში გადახდის ყველაზე სწრაფ საპროცესინგო ქსელს, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს მომხმარებლებს, ფინანსურ ინსტიტუტებს, სავაჭრო ქსელებს, მთავრობასა და ბიზნესს 210-ზე მეტ ქვეყანაში. მასტერქარდის პროდუქტები და სისტემები უფრო აადვილებს, უსაფრთხოსა და ეფექტურს ხდის ყოველდღიურ სავაჭრო საქმიანობას, როგორიცაა შოპინგი, მოგზაურობა, ბიზნესისა და ფინანსების მართვა.

Wolt ფინეთის დედაქალაქ ჰელსინკიში 2014 წელს დაფუძნებული ტექნოლოგიური კომპანიაა, რომელიც საკვების მიტანის სერვისს ამარტივებს. Wolt მსოფლიოს 23 ქვეყანაში ხუთ მილიონზე მეტ მომხმარებელს ემსახურება. Wolt 10.000-ზე მეტ რესტორანსა და 20.000-ზე მეტ პარტნიორ კურიერთან თანამშრომლობს.

საქართველოში Wolt 2018 წლის მაისიდან ოპერირებს. დღეს, Wolt-ის აპლიკაციით კერძების გამოძახება თბილისის, ბათუმის და ქუთაისის 500-ზე მეტი რესტორნიდანაა შესაძლებელი და მისი სერვისით, ყოველდღიურად, ათასობით მომხმარებელი სარგებლობს. 2020 წლის აპრილიდან Wolt-ის აპლიკაციას სუპერმარკეტების გამოძახების სერვისიც დაემატა.